სიახლეები ორსახიანი "ნიღბიანი" ბავშვი ჩინეთიდან 2017, 1 თებერვალი, 18:14 8 წლის ბიჭუნა ჩინეთიდან დაიბადა ძალიან იშვიათი დეფექტით, რამაც ექიმების შოკირება გამოიწვია.ბიჭუნას ორი ერთმანეთზე მიდებული ორი სახე აქვს.
პირველად უცნაური ანომალიის შესახებ ცნობა ჩინეთის ტელევიზიამ გაავრცელა 2010 წელს, როდესაც რეპორტაჟი მოამზადა ორსახიან ბიჭუნაზე.ამჟამად იიჰ ლიანში 8 წლისაა და უკვე რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. როგორც ბიჭუნას დედა იხსნებს, ფეხმძიმობის დროს რაიმე გადახრას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, ულტრაბგერითი და სხვა კვლევების დროს დეფექტი არ გამოვლინდა. ბიჭუნას დაბადების შემდეგ ნათესავები და ახლობლები დედას აძალებდნენ ბავშვი მოეშორებინათ, ზოგმა მისი გადაგდებაც კი ურჩია.მიყრუებულ სოფელში დაბადებულ ბიჭუნას მეზობლები თავს არიდებდნენ. შემდეგი ოპერაციას ქირურგები ორი წლის შემდეგ გეგმავენ.ექიმები შეეცდებიან თავის ქალის ძვლების უმეტესობის გამთლიანებას და აღდგენას, აგრეთვე ჭარბი რბილი ქსოვილების მოშორებას. მშობლებმა მორიგი ოპერაციისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. იხილეთ აგრეთვე: როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული ინფორმაცია სამედიცინო თემაზე? "უცხოპლანეტელი" ჩინეთიდან ოცნებობს "ადამიანი" გახდეს ბანგლადეშში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ღრმად მოხუცებულის სახე აქვს(ვიდეო) ექიმები თავს იტეხენ, როგორ დაეხმარონ უსახურ გოგონას? ავტოავარიისგან დაზიანებულ 16 თვის ბავშვს თავი უკან მიაბეს 257 5-ს მოსწონს 1-ს არა
|