სიახლეები "უცხოპლანეტელი" ჩინეთიდან ოცნებობს "ადამიანი" გახდეს 2016, 1 ოქტომბერი, 9:16 ჩინელი გლეხი უცხოპლანელეტელის სახით აგროვებს ფულს პლასტიკური ოპერაციისთვის.
ცი იუანხანი დაიბადა აბსოლუტურად ნორმალური, ანუ ადამიანის სახით, თუმცა მოზარდ ასაკში დაემართა ჰიპეპლაზია, -დაავადება რა დროსაც პაციენტს ეწყება უჯრედების ზედმეტი, ჭარბი მომატება მათი ინტენსიური გამრავლების გამო. იუანხანის სახის კანის უჯრედების ინტენსიური გამრავლების შედეგად დაერღვა სახის პროპორცია, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ განუვითარდა ჰიპერტროფირება. შედეგად იუანხანი დაემსგავსა "უცხოპლანეტელს", ყოველ შემთხვევაში ჩვენ, მიწიერ არსებებს ასე წარმოგვიდგენია უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათ ასეთებს ხატავენ ან ასეთებად გვაჩვენებენ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში. "უცხოპლანეტელი" სოფელ ლაუტოში ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში.53 წლის მამაკაცს აქამდე პლასტიკური ქირურგისთვის არ მიუმართავს.ახლა კი გადაწყვიტა "მიწიერ ცხოვრებას" დაუბრუნდეს და ადამიანურად იცხოვროს. ამჟამად იუანხანი თავის უფროს ძმასთან ერთად აგროვებს ფულს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს. 721 12-ს მოსწონს 1-ს არა
|