ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საბუტერბროდეთ 72, 5%-იანი (ან უფრო დაბალი) ცხიმიანობის მქონე კარაქის გამოყენება. მომხმარებლის არჩევანს ამ შემთხვევაში სამი ფაქტორი განაპირობებს:
1 პროდუქტს აწერია "ნაღების კარაქი", რაც ჩვენს ნდობას იწვევს;
2. ფასი უფრო მაღალი პროდენტობის მქონე პროდუქტთან შედარებით იაფია;
3. გვგონია, რომ ცხიმის დაბალი შემცველობა წონაში მატებას თავიდან აგვარიდებს.
სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა!
თავიდანვე უნდა განიმარტოს, რომ ნამდვილი ნაღების კარაქი 82, 5%-ზე ნაკლები ცხიმიანობით არ არსებობს! თუ ცხიმიანობა ნაკლებია, ესე იგი საქმე გვაქვს დაბალი ხარისხის, მცენარეულ ცხიმთან, რომელიც წყალბადით არის გაჯერებული ანუ - ტრანსცხიმთან.
ტრანსცხიმები მიიღება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევა.
საწარმოო ტრანსცხიმები ზრდის გულის დაავადებების რისკს. სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ტრანსცხიმები ზრდის სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის კონცენტრაციას და ამის შედეგად, ათეროსკლეროზის რისკს. ასევე დადგინდა კავშირი ტრანსცხიმებსა და მკერდის კიბოს, პროსტატის, დიაბეტის წარმოქმნის რისკს შორის. ტრანსცხიმებს შეუძლია გამოიწვიოს მუშაობის დარღვევა აუცილებელი ფერმენტებისა, რომლებიც აუვნებელყოფენ ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნივთიერებებს და კანცეროგენებს.
თუ გაინტერესებთ, რომელი პროდუქტის მიღებაა ყველაზე მიზანშეწონილი - კარაქის, მარგარინის, თუ სპრედის, გადადით ბმულზე და გაეცანით სტატიას.
ასევე საინტერესოა:
1. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!
2. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით!
3. როგორ და რომელი მაიონეზი ავირჩიოთ - "როსკონტროლის" ტესტირების შედეგები
4. იცით ამ ორი წიწიბურადან რომელი და როდის არის ნამდვილად სასარგებლო - გაგიკვირდებათ!
5. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!