სხვა გოგონა წითელ ბიკინში - ყველაზე "თავხედური" გაქცევა საბჭოთა კავშირიდან 2017, 25 იანვარი, 18:14 ![]() ![]() გვიან საღამოს ეკიპაჟის წევრმა ლილია გასინსკაიამ დატოვა საკუთარი ნივთები კაიუტაში და საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა ილუმინატორიდან ისკუპა.იცურა დაახლოებით 40 წუთი და სანაპიროზე გასულმა პირველსავე შემხვედრს სთხოვა მიეცა მისთვის ტანსაცმელი და ესწავლებინა სად იმყოფებოდა უახლოესი პოლიციის განყოფილება. ![]() რამდენიმე დღეში მინისტრმა საემიგრაციო საკითხებში გოგონას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ამის შემდეგ აჭრელდა ავსტრალიული პრესა გოგონას სურათებით, რომელსაც "გოგონა წითელ ბიკინში" (Red Bikini Girl) შეარქვეს. ![]() ![]() მალე ოპოზიციამ გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ ამ გოგონას ასე მალე მისცეს ლტოლვილის სტატუსი."გამოდის რომ საკმარისი გოგონა ბიკინში იყოს და სტატუსი გარანტირებული აქვს, როცა 150 000 არალეგალი აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან წლობით ელოდებიან თავშესაფარს!"-გაჰყვიროდნენ ისინი. მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ იმ გოგონას, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და თვით "ბოროტების იმპერიიდან"-საბჭოთა კავშირიდან იყო გამოქცეული დეპორტს არავინ მისცემდა! ეს იყო წმინა პოლიტიკური ჟესტი. რაც შეეხება ლილიას შემდგომ ბედს.იგი დამკვიდრდა ავსტრალიაში, გააფორმა ეროტიკულ ჟურნალ Penthouse-სთან კონტრაქტი სადაც შიშველი პოზირებდა, ამის გარდა იყო დიჯეი და თამაშობდა სერიალებში. 90-იანი წლების შემდეგ მასზე უკვე თითქმის აღარაფერია ცნობილი. ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: ![]() თვითმფრინავის გატაცების ყველაზე გახმაურებული ფაქტები საბჭოთა კავშირში საუკუნის ძარცვა ანუ ძმები კალაჩიანების ისტორია "ნუ გეშინიათ არ გიკბენთ" - ბერბეროვების ოჯახის ტრაგიკული ისტორია 1605 9-ს მოსწონს 1-ს არა
|