სხვა კატა რეცხვის რეჟიმში ჩართულ სარეცხის მანქანაში მოხვდა და გადარჩა 27 მაისი, 16:16
ჩელიაბინსკში კატა შემთხვევით სარეცხი მანქანის დოლურაში აღმოჩნდა და გადარჩა
ჩელიაბინსკში პატრონმა კატა შემთხვევით სარეცხის მანქანაში გარეცხა. ამის შესახებ ტელერადიომაუწყებლობელი„სამხრეთ ურალი“ იტყობინება. რუსმა ქალბატონმა ტანსაცმელი სარეცხი მანქანის დოლურაში ჩააწყო და ისე რომ შიგნით აღარც შეუხედავს, მიხურა კარი ჩართო რეცხვის პროგრამა. ათი წუთის შემდეგ ქალი მიხვდა, რომ მისი კატა, სახელად ბელიაში, არსად ჩანდა. სააბაზანოში შესვლისას მან არა მხოლოდ სარეცხი მანქანის ხმები, არამედ ცხოველის კივილიც გაიგო, რომელიც სარეცხთან ერთად დოლში აღმოჩნდა. კატა სავარაუოდ ტანსაცმლის გროვაში ინტერესის გამო მოსაქექად შეძვრა ან სულაც შეიძლება წაძინება მოინდომა. ქალმა მაშინვე გახსნა კარი და შეშინებული შინაური ცხოველი ამოაძვრინა. კატა შოკში იყო, პატრონმა სასწრაფოდ წაიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში. ბელიაშს დროულად მიუსწრო, თორემ ცოტა ხანში დაიხრჩობოდა ან ხერხემალში გადატყდებოდა. ვეტერინარებმა მაშინვე ვერ შეძლეს კატის არტერიული წნევის დადგენა, ამასთანავე მისი სხეულის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო. მიღებისთანავე კლინიკაში ვეტერინარებმა პროგნოზისგან თავი შეიკავეს, მაგრამ ბელიაში გადარჩა. „ექიმებმა კატას კათეტერი ჩაუდგეს, ჩაუტარეს ინფუზიური თერაპია, დაასტაბილურეს არტერიული წნევა და აამაღლეს სხეულის ტემპერატურა“, - იტყობინება ვეტერინარული კლინიკა. მეორე დღის საღამოს კატა ბელიშას მდგომარეობა საგრძნობლად გაუნჯობესდა და ის სახლში გაწერეს. გასულ თვეში ვწერდით კატაზე, რომელიც ვეტერინარულ კლინიკას წელიწადში ერთხელ თავის ფეხით აკითხავს(მიყევი <<ბმულს>>) 119 3-ს მოსწონს
|