x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტაიგაში დაკარგული - საბჭოთა სტუდენტის უცნაური ისტორია, რომელიც მაშველებს ემალებოდა
imageსიყმაწვილე და ახალგაზრდობა გიჟური ქცევების, ბუნტის და შეცდომების პერიოდია. მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.


ტაიგის გამოცდილი მაცხოვრებლების თქმით, მაქსიმალური პერიოდი, რომელიც მოუმზადებელ ადამიანს შეუძლია ტაიგაში გაატაროს, ორი კვირაა. მაგრამ ეს არ ყოფილა მაქსიმალური ზღვარი, რომელიც 1981 წელს მომხდარმა ისტორიამ დაამტკიცა.


ასე დაემართა მოსკოვის გეოლოგიური კვლევის ტექნიკუმის სტუდენტს ნატალია კოსორუკოვას.(ქვემოთ ფოტოზე) 17 წლის გოგონა ექსპედიციაში გააგზავნეს პრაქტიკაზე, რაც იმ ეპოქაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

image


რაზმს, სადაც კოსორუკოვა ჩარიცხეს, ხელმძღვანელობდა ცნობილი გეოლოგი ერიკ ალექსეევი.(ქვემოთ ფოტოზე) თავიდან დადებითად საუბრობდა პრაქტიკანტზე: სერიოზული, შეუპოვარი, მონდომებული. სწრაფად შეეგუა რაზმს და არ უჩიოდა ყოველდღიურ სირთულეებს.

image

1981 წლის 15 ივნისს, დილით, გოგონა ბანაკში ვერ აღმოაჩინეს.არც შუადღისას გამოჩნდა და არც საღამოს.


ეძებდნენ გოგონას, ყვიროდნენ, სროლით ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას. არ გამორიცხავდნენ, რომ გარეული ცხოველის მსხვერპლი გამხდარიყო.ასევე ჯგუფის წევრებმა წამოაყენეს ვერსია, რომ ვიღაცამ აწყენინა კოსორუკოვას. მაგრამ რაზმში მისი კონფლიქტი არავინ შეუნიშნავს. ყოველ შემთხვევაში ღიად.


ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვალენტინ კრივონოსმა(ქვემოთ ფოტოზე) მომხდარის შესახებ შტაბს შეატყობინა. სასწრაფოდ შეიკრიბა რამდენიმე სამძებრო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ როგორც გამოცდილი მაშველები და პროფესიონალი გეოლოგები, ასევე მოხალისე სტუდენტები . ჩართული იყო რამდენიმე ვერტმფრენიც.

image

ძებნის დაწყებამდე ყველა სტუდენტმა გაიარა დეტალური ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. მათ აუხსნეს, რომ თუ თავადაც დაიკარგებოდნენ, უნდა მისულიყვნენ წყალსაცავთან და დინების მიმართულებით ევლოთ.


სამძებრო სამუშაოებს აფერხებდა წვიმა. ფსიქოლოგიური მდგომარეობაც რთული იყო: ორიოდე კვირის წინ ტაიგაში ორი მუშა დაიღუპა და კიდევ ერთის სიკვდილი საერთოდ ეჭვქვეშ დააყენებდა ექსპედიციის მიზანშეწონილობას.



ტაიგაში ადამიანის პირველი კვალი პრაქტიკანტის გაუჩინარებიდან მეცხრე დღეს აღმოაჩინეს. გოგონა ბანაკიდან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. ძებნა გრძელდებოდა განუწყვეტლივ, დაღამებამდე.


მოტორიანი კატარღები პატრულირებდნენ მდინარე ვილიუზე, ხოლო მოტოციკლისტები გზებზე. ამ დროს კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა: ერთ-ერთ ექსპედიციის მონაწილეს ვერტმფრენის პროპელერი მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.


ექსპედიციის ხელმძღვანელებს კარგად ესმოდათ, რომ არა მარტო მათ კარიერას დაესმებოდა წერტილი, არამედ პატიმრობაც ემუქრებოდათ თუ არასრულწოვან გოგონას ვერ იპოვოდნენ. ამიტომ შეიქმნა დამატებითი საძიებო ჯგუფი. დაკარგული გოგონას მშობლები ყოველდღე რეკავდნენ, მაგრამ ვერაფერს პასუხობდნენ სანუგეშოს ან გასამხნევებელს.



იმედი გაჩნდა მხოლოდ 3 ივლისს. მდინარე ბატამაის ნაპირებზე აღმოაჩინეს ადამიანის შედარებით ახალი კვალი. მაშველთა და მოხალისეთა მთელი ძალები ამ ადგილზე გადაისროლეს.

image



ინსტუქტაჟის და ელემენტარული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, სტუდენტი სულ უფრო და უფრო შორდებოდა ბანაკს . ნატაშა ადგილობრივი მცხოვრები რომ ყოფილიყო, სულ მცირე, მაგრამ კიდევ იყო გადარჩენის შანსი. მაგრამ კომფორტს მიჩვეული ქალაქელი გოგოსთვის... გადარჩენის იმედი თითქმის გადაწურული იყო.

imageფოტოზე: ალექსეევის წერილი გოგონას დაბრუნების შემთხვევაში



მაგრამ ექსპედიციის და რაზმის ხელმძღვანელები - კრივონოსი და ალექსეევი ჯიუტად განაგრძობდნენ ძებნას და სხვებსაც ამხნევებდნენ. და მოხდა დაუჯერებელი: ადამიანის ახალთახალი ნაკვალევი იპოვეს ჰორონოხის ნაკადულთან. იქ ყველა ტექნიკა და მაშველები გადაიყვანეს.


10 ივლისს ნატაშა ბანაკიდან 75 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. მთლიანად მისი მიხვეულ-მოხვეული მარშრუტის საერთო სიგრძე ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 200 კილომეტრს შეადგენდა. მიუხედავად ტაიგაში მრავალი დღე მარტო ხეტიალისა, კოსორუკოვა არ ჩანდა განსაკუთრებით გადაქანცული და გამოფიტული. თან ჰქონდა ორცხობილა, ასანთი და გამადიდებელი შუშა ცეცხლის დასანთებად.



ვერტმფრენით გოგონა დაბა ნიურბაში გადაიყვანეს, სადაც უკვე მათ ხალხი ელოდა, რომლებიც სიხარულით შეხვდნენ გადარჩენილ სტუდენტს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მეორე დღესვე მანვე უარი თქვა მკურნალობაზე, თქვა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და უფლება აქვს თავად მოაგვაროს ასეთი საკითხები, რადგან უკვე სრულწლოვანია (გოგონას მე-18 დაბადების დღე ტაიგაში ხეტიალის დროს შეუსულდა). აღმოჩნდა, რომ ასანთი ნესტიანი იყო და კოსორუკოვა ვერ აანთებდა ცეცხლს. მან ისიც არ იცოდა როგორ გამოეყენებინა გამადიდებელი შუშა ცეცხლის დასანთებად. მთელი ეს დღეები ორცხობილათი და ტყეში შარშანდელი კენკრით იკვებებოდა.

imageფოტოზე: დაბა ნიურბა



მაგრამ რატომ არ მოიქცა პრაქტიკანტი გოგონა ინსტრუქციის შესაბამისად? ის არ იყო ერთადერთი სტუდენტი ბანაკში და ინსტუქტორებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაკარგვის შემთხვევაში საჭირო იყო დინების მიმართულებით გადაადგილება. მიზეზი საკმაოდ სულელური აღმოჩნდა: ადამიანური ფაქტორი. კოსორუკოვას უბრალოდ არც მოუსმენია მათთვის, ღრუბლებში დაფრინავდა და რაღაცეებზე ოცნებობდა.


როდესაც მიხვდა, რომ დაიკარგა, პირობა დადო, რომ დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად იპოვიდა უკან დასაბრუნებელ გზას. ასეთი იყო სიამაყის, სირცხვილისა და სინანულის კოქტეილი.


მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი და სამწუხარო არის ის ამბავი, რაც გოგონამ აღიარა: თავიდან განზრახ ემალებოდა მაშველ ვერტმფრენებს, არა და მშვენივრად ხედავდა მათ. ძებნის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირებულიყო და რაც ყველაზე მთავარია, მისი აბსურდული ბავშვური სიამაყის გამო ადამიანი დაიღუპა!


კოსორუკოვა ცდილობდა კრივონოსი დაეყოლიებინა, დაეტოვებინა იგი ექსპედიციაში და დაესრულებინა პრაქტიკა. მაგრამ მან მტკიცედ მიუგო: წადი სახლში.


ამ ჯიუტი და ბრიყვი გოგონას შემდგომი ბედი უცნობია. ბანაკის დატოვების მიზეზიც უცნობია. შესაძლოა მართლაც მოხდა რაიმე კონფლიქტური სიტუაცია, რადგან გოგონამ ბანაკის დატოვებისას წინასწარ მოიმარაგა მშრალი რაციონი და პირველადი საჭიროებების ნივთები, თუმცა ვინ იცის, იქნებ უბრალოდ თავგადასავალსაც ეძებდა?


P.S.სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ ექსპედიციის ხელმძღვანელები მაინც დასაჯეს.

0
2201
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0