x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XVIII)
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი XVIII.


1.მის შვედეთი, მის აშშ და მის გერმანია 1956 წ.

ჩამოქნილი ფეხები, ბუნებრივი სახეები და სხეულის ნაწილები, ძალზე საყვარელები. წლები გადის და რას მოვესწარით?!


image

2."პოსტ-აპოკალიფსური ქორწილი", 1989 წ.

უჩვეულო ფოტოსესია ორგანიზებული იყო ფოტოგრაფ ანატოლი ჟდანოვის მიერ გდრ-ში მსახურობი დროს. ავტორის თქმით, კადრები გვაფრთხილებს დედამიწაზე მოახლოებული ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ. სურათი მისი ქორწილის დროსაა გადაღებული, ხოლო მეთაური და ჯარისკაცები ფოტოსესიის ექსპოზიციებად იქცნენ.

image

3.მედდები ავადმყოფებს ეწვივნენ ესპანური გრიპით გამოწვეული ეპიდემიის დროს, 1919 წლის აპრილი, სიდნეი, ავსტრალია.

მსგავსი პერიოდი გავიარეთ 100 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიოს შემოუტია Covid-19-მა, ისტორია ციკლურობით გამოირჩევა.

image


4.გედი მანქანაში ჯდება. ინგლისი, 1936 წ.

მოშინაურებული გედი სახელად „ლეილა“ მანქანაში ჯდება და პატრონთან ერთად მაღაზიაში მიდის. "ლეილა" არის ქალბატონი უოტსონის შინაური ფრინველი ჩეშამიდან, ბუკინგემშირი. მეპატრონის თქმით, ასეთი უჩვეულო არსება ეზოს კარგად იცავდა, ძაღლზე არანაკლებ კარგად და სახლში კარების გაღებას ისწავლა.

როგორც ჩანს, პატრონმა გედი პატარაობიდანვე გაზარდა და დაიმორცილა, რადგან ბუნებაში ეს ფრინველი ძალიან აგრესიულია.

image


5.მზარეულს უჭირავს გიგანტური კომბოსტო ვაირარაპას ბანაკში. ახალი ზელანდია, 1890 წ.

ყველამ ბავშვმა "იცის", რომ ის "კომბოსტოში იპოვეს", სწორედ ასეთ დიდ კომბოსტოში.

image


წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0