სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XVII) 19 აგვისტო, 13:57
თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი XVII.
1.ტესტი მილის გამძლეობაზე. თავად მილის გამომგონებელი ზის შიგნით. კანადა, 1920 წელი.ზოგიერთ ქვეყანაში და რუსეთის იმპერიაში ამ მეთოდით ხიდის გამძლეობას ამოწმებდნენ. 2.არაბი სამი ცოლით და ორი მოახლით. ეგვიპტე 1870 წელი.ცოლების სახეები დაფარულია, ხოლო მოახლეების სახეები ღია. 3.ტასმანის ხიდის ჩამონგრევა . ავსტრალია, 1975 წელი. 1975 წლის 5 იანვარს, საღამოს 21:27 საათზე, სატვირთო გემი, რომელიც გადაჰქონდა 10000 ტონა თუთიის კონცენტრატი კომპანია Electrolytic Zinc-ისთვის, შეეჯახა ტასმანის ხიდის ერთ-ერთ სვეტს. შეჯახების შედეგად ხიდის ორი საყრდენი და სამი ბეტონის მონაკვეთი (საერთო სიგრძე 127 მ) წყალში ჩავარდა, რის შედეგადაც გემი ჩაიძირა. დაიღუპა ეკიპაჟის 7 წევრი და 5 მძღოლი, რომელთა მანქანები იმ მომენტში ნგრევაში მოყოლილ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ. ხიდის ხელახლა რეკონსტუქციას 3 წელი დასჭირდა. 4.ატრაქციონი "ფრენა ქვემეხიდან მთვარეზე". აშშ. 1934 წელი ტრიუკის შემსრულებლისთის უსაფრთხოების კუთხით მთავარი იყო არა თავად ქვემეხიდან „გასროლის“ პროცესი, არამედ მიწაზე კარგად უზრუნველყოფილი დაშვების პირობები. ამ ტრიუკის დროს 30-ზე მეტი „ ადამიანი-ბომბი“ დაიღუპა. 5. მატარებელი "მერკური" აშშ.1936 წელი. 1936 წლიდან ამერიკაში დადიოდა ფუტურისტული მატარებელი, რომელიც დღესაც კი "უცხოპლანეტელივით" გამოიყურება. საოცარი დიზაინის მატარებლები ჯერ დეტროიტიდან კლივლენდში დადიოდა. მოდელს "მერკური" ერქვა. ის შეიქმნა როგორც "მომავლის მატარებელი", სადაც ძირითადი აქცენტი ინოვაციაზე იყი მიმართული.მოგვიანებით დაემატა სხვა მარშრუტები. "მერკურის" რეისებმა 1959 წლამდე იარსება, თუმცა თავად ლოკომოტივები 1975 წლამდე დადიოდა. საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა შტატებს და 1930-იან წლებში დაამზადა თავისი "მომავლის" მატარებელი -ორთქლმავალი სერია ИС (იოსებ სტალინი), რომელიც ასევე კოსმოსურად გამოიყურებოდა. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>> 141 2-ს მოსწონს
|