x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოჰამედ სალახის გადაღებულმა ფოტომ საშობაო ნაძვის ხესთან მუსლიმების რისხვა გამოიწვია
image

"ლივერპულის" ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს მუსლიმმა გულშემატკივრებმა მას შემდეგ, რაც მან ნაძვის ხესთან ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.



სალაჰმა, რომელიც მუსლიმია, ფოტოს თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე წარწერა „#MerryChristmas“ მიაწერა.


30 წლის მამაკაცი და მისი ოჯახი- ცოლი მაგი და ქალიშვილები მაკა და კაიანი -პიჟამოებში გამოწყობილები პოზირებდნენ ტრადიციულ საშობაო ნაძვის ხესთან.



რა თქმა უნდა მუსლიმები ტრადიციულად არ აღნიშნავენ შობას, მაგრამ ზოგიერთი მაჰმადიანი თანამონაწილე ხდება ხოლმე რაიმე ქრისტიანული დღესასწაულის, რომელსაც ქრისტიანები ზეიმობენ.

image

სალაჰის "ტვიტერის" გვერდს კრიტიკის რისხვა დაატყდა მუსლიმი მხარდამჭერებისგან, რომელთა უმეტესობა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარედან იყო მოწერილი . ერთ-ერთი მათგანი წერს: "მე შენზე უარს ვიტყვი და "ლივერპულის" მხარდამჭერი აღარ ვიქნები, რადგან შობას ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავ".


„დაბადებიდან "ლივერპულის" ფანი ვარ, მაგრამ კლუბის მხარდაჭერას შევწყვეტ, რადგან შობას ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავთ. შენ ახლახან დაკარგე მო სალაჰის ფანი. ნახვამდის!"


„მო სალაჰ, მე შენ მიყვარდი, როგორც "მადრიდის" ფანი. მე მეგონა, რომ დიდი ფეხბურთელი იყავი და ყოველთვის შთამაგონებდი. თუმცა ამ ტვიტის შემდეგ მისაბაძად ვეღარ გთვლით.იმედი გამიცრუე. თუ არ წაშლით ამ ტვიტს, მე მომიწევს თქვენი გამოწერის გაუქმება“, - წერენ კომენტარებში.

image

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მაინცდამაინც დიდი ვერაფერი კატასტროფა დაინახეს ამაში.



"შობას გილოცავ აფრიკელო თხავ, ჩვენთვის ეს არის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე ერთად. ისიამოვნეთ", "წლის ყველაზე მოსალოდნელი საშობაო პოსტი. გილოცავთ შობას მო."

image

3
711
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
711
  
2022, 31 დეკემბერი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 დეკემბერი, 23:50
სალაჰი არის სამაგალითო პიროვნება მუსლიმებისთვისაც და ქრისტიანებისთვის. სპორტული კუთხითაც პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის მაგალითია ახალგაზრდებისთვის,ხოლო მისმა ქველმოქმედებამ ბევრს შეუმსუბუქა ცხოვრება ეგვიპტეში და არამარტო.
2022, 25 დეკემბერი, 23:46
ცუდად ქონია საქმე სალაჰს,ვეღარ ჩავა ეგვიპტეში :) ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს და იქაურ წესებს მიყვება,სოც. ქსელებში არა მუსლიმი გამომწერიც ეყოლება ბევრი და მათ მიულოცა,რა პრობლემას ხედავენ ამაში გაუგებარია.მას მერე რაც სალაჰი ლივერპულში გადავიდა,მუსლიმების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიცვალა დადებითისკენ ლივერპულშიც და ბრიტანეთშიც. ეს ყველაფერი ასეთმა დამოკიდებულებამ მოიტანა და ამისათვის მადლობლები უნდა იყვნენ მუსლიმები. მსოფლიოში ყველა მუსლიმი ტერორისტი ეგონათ და სალაჰის მსგავსმა ადამიანებმა ეს შეცვალეს. ვინც ამის გამო აკრიტიკებენ სალაჰს მუსლიმებიც არ არიან,რადგან ჭეშმარიტი მუსლიმი არ არის ქრისტიანების მიმართ მტრულად განწყობილი. რამდენადაც ვიცი,ყურანში ქრისტე ერთერთ წინასწარმეტყველად არის მოხსენიებული და სალაჰი წინასწარმეტყველის დღეს ულოცავს თავის გამომწერებს. ძალიან ცუდია ეს ფაქტიც და ზოგადად სიტუაცია,როცა რელიგიურ განსხვავებებზე გვიწევს საუბარი.არცერთი რელიგია და ღმერთი არ ქადაგებს სიძულვილს.

პ.ს. ავტორ,სტატია ჩაასწორეთ,რადგან "თხას" არ ნიშნავს ეგ სიტყვა,აბრევიატურაა და სულ სხვანაირად განიმარტება. ჯობია რო თარგამანის გარეშე დატოვოთ,ყველასთვის გასაგები იქნება და არც თქვენ გამოჩნდებით უცოდინარი.
0 1 3