სხვა ქალი საკუთარ თავს გაყვა ცოლად, რის შემდეგაც ბულინგის მსხვერპლი გახდა 2024, 8 აპრილი, 16:45 ![]() დენი ევანსი ლოს-ანჯელესიდან, კალიფორნია, პატარაობიდანვე ოცნებობდა გათხოვებაზე. ამავე დროს, მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქორწილი, უპირველეს ყოვლისა, პატარძლის დღესასწაულია. ამიტომ, როდესაც საქმროს ძებნა გაჭიანურდა, მას გაუჩნდა იდეა, გამართულიყო ქორწილი სიძის გარეშე და საკუთარ თავს გაყოლოდა ცოლას ევანსმა თავისი ჩანაფიქრი 2022 წელს შეასრულა. საქორწილო ცერემონიაზე მან 4 ათასი დოლარი დახარჯა. მალე ქსელის მომხმარებლებმა შეიტყვეს მისი უჩვეულო ქორწილის შესახებ. ![]() ”ეს არ არის სიმართლე, მე შემიძლია ხვალვე დავქორწინდე კაცზე”, - აღნიშნა ევანსმა. ქალმა აღნიშნა რომ არაკეთილსინდისიერმა გაიგეს მისი მისამართი და ფოსტით წერილების გაგზავნა დაუწყეს. ერთ-ერთმა მათგანი წერდა, რომ ჯოჯოხეთში წავა, თუ არ მოინანიებს საკუთარ თავზე დაქორწინებას. მიუხედავად კრიტიკისა და შეურაცხყოფისა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა ევანსს. ქალი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ბედნიერია მარტო რომ ცხოვრობს და საკუთარ თავზე რომ არის გათხოვილი. მან აღნიშნა, რომ ხანდახან მამაკაცებთან პაემანზე დადის. 412 3-ს მოსწონს
|