x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა, რომელმაც 12 წლის ასაკში დაკარგა ქალწულობა, მისგან გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა
image

მარტოხელა დედამ, ლორა ჰაინდ-უაიტმა, 41 წლის, რომელმაც ქალიშვილობა 12 წლის ასაკში დაკარგა, ყვება, თუ როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ მის ცხოვრებაზე. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ქალის თქმით, მას მენსტრუაცია 11 წლის ასაკში დაეწყო, მაგრამ იმ დროს ინტიმური ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. ის კითხულობდა თინეიჯერთა ჟურნალებს, სადაც წარმოდგენილი იყო საუკეთესო სექს-პოზები და უყურებდა MTV-ს, რომელიც აშკარად ხელს უწყობდა სექსუალურ ღიაობას, როგორც რაღაც აუცილებელს. გარდა ამისა, მისი თანატოლები ხშირად განიხილავდნენ ამ თემას და ჰაინდ-უაიტს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ერთადერთი იყო, ვისაც სექსი ჯერ არ ჰქონია.


იმ პერიოდში მოეწონა მასზე უფროს ბიჭებთან მეგობრობა. ერთ-ერთ მათგანს, 16 წლის ბიჭს, თავის საუკეთესო მეგობრად თვლიდა. სწორედ მასთან დაკარგა ქალწულობა. ”მე ვიყავი ისეთი ახალგაზრდა და გულუბრყვილო, რომ როდესაც ის მორჩა, ავდექი, პატარა რევერანსი გავაკეთე და მადლობა ვუთხარი”, - ასე აღწერა ჰაინდ-უაიტმა პირველი სექსუალური გამოცდილება. იმ მომენტში მან ჯერ ვერ გააცნობიერა თავისი მოქმედების ყველა შედეგი.



ქალის მშობლებმა შეიტყვეს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ არჩიეს გაჩუმება, რათა არ გაეფუჭებინათ ღირსეული ოჯახის რეპუტაცია. ჰაინდ-უაიტის თქმით, ამის გამო ის ნამდვილი მეამბოხე გახდა. 14 წლის ასაკში მან მშობლებისგან მალულად გაიკეთა ტატუ. 15 წლის ასაკში ორი კვირით წავიდა საცხოვრებლად 20 წლის მამაკაცთან, შეწყვიტა სკოლაში სწავლა და გარიცხეს. 18 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 35 წლის მამაკაცს, მასთან ორი შვილი შეეძინა.

30 წლის ასაკში ჰაინდ-უაიტი დეპრესიაში ჩავარდა და განქორწინება მოითხოვა. "მივხვდი, რომ სექსი არის მამაკაცების მოსაწონი საშუალება, რაც თავის მხრივ იზიდავს შეუფერებელ პარტნიორებს", - განმარტა ქალმა. მ

ხოლოდ ახლანდელ ქმართან ისწავლა სექსით ტკბობა. ქალმა აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა ღიად ესაუბროს თავის ქალიშვილებს ინტიმურ საკითხებზე, რათა მათ არ გაიმეორონ მისი შეცდომები.

0
501
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0