სხვა 27 წუთით გარდაცვლილმა ქალმა საიქიოს არსებობა დაადასტურა 2019, 30 ივნისი, 12:18 არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსის მაცხოვრებელმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, სააქაოს მობრუნებულის თავს გადახდენილი ამბავი გამოცემა The Mirror-მა გააცნო საზოგადოებას.
გასულ წელს ტინა ჰაინსს(Tina Hines) გულის შეტევა დაემართა, მისმა მეუღლემ ბრაიანმა(რომელიც ექიმია) ქალს პირველი დახმარება აღმოუჩინა, თუმცა თინას გული მაინც გაჩერდა, მამაკაცმა ამის შემდეგ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, მედიკოსებმა გზაში საავადმყოფოში მისვლამდე რამდენჯერმე აამუშავეს ტინას გულს, თუმცა ექიმების განცხადებით 27 წუთის განმავლობაში ქალი გარდაცვლილი იყო. საავადმყოფოში ექიმებმა დეფიბრილატორი გამოიყენეს და ქალმა, რომელსაც წვეთოვანი ედგა და ფილტვების ხელოვნურ ვინტილაციაზე იყო შეერთებული, თვალი გაახილა. ცოტა ხანში ქალმა ექიმებს კალამი და ბლოკნოტი მოთხოვა და დაწერა:"ეს სიმართლეა".თინას ჰკითხეს, თუ რას გულისმხობდა, მან ცისკენ მიუთითა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ქალი ნელ-ნელა მომჯობინდა და უკვე ლაპარაკი შეეძლო, მან უკვე საიქიო ცხოვრება დაწვრილებით აღწერა: "ყველაფერი, თითქოსდა რეალურად ხდებოდა, ფერები ძალზე ნათელი იყო, შავ ჭიშკარში შევდიოდი, რომელსაც ყვითელი შუქი ეფინებოდა, დავინახე ფიგურა, რომელიც იესოს წააგავდა". ტინას ამბავი იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი ნათესავი მედი ჯონსონისთვის(Madie Johnson), რომ გადაწყვიტა მაჯაზე გაეკეთებინა ტატუ დეიდას ბლოკნოტის ფურცელზე დაწერილი ტექსტით. 8721 5-ს მოსწონს
|