სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XVI) 19 ივლისი, 12:54 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი ნაწილი XVI. 1."საფეხბურთო ომი" იყო ხანმოკლე სამხედრო კონფლიქტი ელ სალვადორსა და ჰონდურასს შორის, რომელიც გაგრძელდა ექვსი დღე 1969 წლის 14 ივლისიდან 20 ივლისამდე. ომის მიზეზი გახდა ჰონდურასის ნაკრების წაგება ელ სალვადორის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის მატჩებში, რაც ხსნის ქვეყნებს შორის კონფლიქტის ამ სახელწოდებას.უფრო დაწვრილებით ამ ომის შესახებ მიყევით <<ამ ბმულს>> 2.ეკონომ კლასის მიწისქვეშა ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფრის დემონსტრირება, რომელიც იტევდა 8-დან 12 ადამიანს, აშშ, 1958 წელი, როგორც ამტკიცებდნენ, ამ თავშესაფარს შეეძლო ტროტილის ეკვივალენტში 20 მეგატონიანი ბომბის გაძლება. 3.სკანდინავიური ავიახაზების ბორტგამცილებელის უნიფორმა ფორმა, კოპენჰაგენი, 1960-იანი წლები.ძალზე სექსუალური და თამამი, დღეს მსგავს უნიფორმებს ნამდვილად ვეღარ შეხვდებით. 4.Motorola-ს მარტინ "მარტი" კუპერმა მსოფლიოში პირველი მობილური ზარი განახორციელა. მან დაურეკა ჯოელ ს. ენგელს, კონკურენტს Bell Labs-იდან 1973 წელი. 5.საფრანგეთში ყველა სკოლის მოსწავლეს, ასაკის მიუხედავად, შეეძლო დღეში ნახევარი ლიტრი ღვინის, სიდრის ან ლუდის დალევა. ყველაფერი დამოკიდებული იყო კონკრეტულ რეგიონზე და მის ტრადიციულ სასმელზე. რა თქმა უნდა, სასმელი იყო მსუბუქი, წყლით გაზავებული. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ალკოჰოლი კარგად ათბობს და კლავს მიკრობებს. ეს გაციების თავიდან აცილების მიღებული პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა მხოლოდ 1956 წლიდან აიკრძალა. ეროვნული განათლების სამინისტრომ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება აკრძალა და მათი ჩანაცვლება ერთი ჭიქა თბილი რძით და შაქრის კუბიკით გადაწყვიტა. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>> 296 3-ს მოსწონს
|