x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფოტოები, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს
image


ეს ქალი ეკლესიაში იჯდა და ლოცულობდა, როცა ვიღაცამ ფოტო გადაუღო. ფიქრებში იყო ჩაძირული და ვერც კი ამჩნევდა, რომ მის უკან ვიღაც იჯდა. მხოლოდ მაშინ, როცა ფოტო გამჟღავნდა, მაშინ გამოჩნდა მის უკან აჩრდილისებრი ფიგურა.


ეკლესიაში მღვდელს სურათი რომ აჩვენეს, კიდევ უფრო დაიბნენ. მღვდელმა მათ უთხრა, რომ ეს იყო მკურნალის აჩრდილი, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, ხშირად სტუმრობდა ეკლესიას.

image


ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, როგორც ჩანს, შედარებით ნორმალური გამოსახულებაა ქალისა და ვიღაცის, ვინც შემთხვევით მოხვდა კადრში. ფოტოს გადაღების დროს ქალი 13 წლის დაქვრივებული იყო, ხოლო გამჟღავნების შემდეგ მის უკან მდგარი ფიგურა მისი გარდაცვლილი ქმარი აღმოჩნდა.


თითქოს მას სურდაა იქ ყოფნით, დარწმუნებულიყო რომ ის კარგად არის და დაცულია.


image

როგორც არ უნდა მიუდგე, ძნელია იმის ახსნა, თუ რა ხდება აქ. კაცი თავდაჯერებული დგას ხის წინ ზედ ჩარჩენილი პიკაპით, თითქოს აქ უცნაური არც არაფერიაო და თითქოს ამაყობს კიდეც ამით.


იმისდა მიუხედავად, თუ როგორ მოხვდა მანქანა იქ, მას სურს, გვჯეროდეს, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ უცნაურ ამბავთან.

image

ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ წლების განმავლობაში ხვდებოდნენ უცხოპლანეტელებს, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა რეალური მტკიცებულებები. მანამ, სანამ სტეფან მიხალაკმა არ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის იგნორირებაც არ შეიძლებოდა.


1967 წელს ფალკონის ტბაზე უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შემდეგ მიხალაკს ეს უცნაური ნიშნები გაუჩნდა მუცელზე. როდესაც იგი საავადმყოფოში გასინჯეს, ექიმები მიხვდნენ, რომ ეს იყო თავისებური სქემით გაკეთებული დამწვრობა, მაგრამ არავინ იცოდა როგორ, რატომ და რას მიანიშნებდა ეს დამწვრობა.თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს არც ეს არის უცხოპანეტელებთან შეხვედრის "მყარი მტკიცებულება"

image

თუ ბანკნოტს მოაშორებთ ტახტიდან, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნორმალური ზომის მუმიფიცირებული თითია. თუმცა, ეს თითი უზარმაზარია და მესაფლავე, რომელმაც ეს აღმოაჩინა სერიოზულად ჩააფიქრა.


თითი, თითქოსდა 1985 წელს აღმოაჩინეს და მისი სიგრძე იყო 38 სმ.თუ მხოლოდ თითი არის ამხელა სიგრძის, მაშინ ადამიანი, რომელსაც ის ეკუთვნოდა, მინიმუმ 3, 5 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო;


გჯერათ, რომ გიგანტები ზღაპრების მიღმაც არსებობდნენ?

image

ერთი შეხედვით ის ბავშვის ჩვეულებრივ ფოტოს ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს, რომ უკან სკაფანდრში გამოწყობილი ვიღაც დგას.


კოსმონავტი კოსმოსური ხომალდისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა თუ ვინმე ეხუმრა ამ ბავშვს?


გოგონას ფოტო მამამ გადაუღო და დარწმუნებული იყო, რომ გარშემო არავინ იყო თუმცა, როდესაც ფირი გაამჟღავნა შენიშნა, რომ მის უკან ვიღაც კოსმოსური მოგზაური იდგა. სურათი ცნობილი გახდა, როგორც Solway Firth -ის ასტრონავტი.

image

შუქურები ოდნავ შემზარავ შეგრძნებას ტოვებენ, რადგან ყოველთვის გვესმის ამბავი იქ ვინმეს დაღუპვის შესახებ. ეს შუქურა, მაგალითად, იწვევს ხალხში დაბნეულობას, რადგან ისინი იფიცებენ, რომ ხედავენ პლატფორმაზე მდგარ გოგონას.


ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის არის მოჩვენება, რომელიც შუქურაზე ცხოვრობს.

image

კიდევ ერთი ცნობილი ფოტო. მზის სათვალეებში გამოწყობილი მამაკაცი, მისი გარემოცვისგან განსხვავებით, თითქოსდა სხვა ეპოქიდანაა, ის ერთადერთია, ვისაც მზის სათვალე უკეთია და ხელში უკავია პორტატული კამერა, რომელიც იმ დროს არ არსებობდა.


ასევე აცვია პრინტიანი მაისური, რომელიც მოდაში მხოლოდ წლების შემდეგ შემოვა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის "დროში მოგზაური" რომელიც სამხრეთ ფორქსის ხიდის გახსნას ესწრება გოლდ ბრიჯში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. მის გვერდით მამაკაცი იმ დროის ტიპიურ კამერას იყენებს. ხოლო მის გარშემო მყოფი ადამიანები ამ უცნაურ მამაკაცს თითქოს ყურადღებას არც აქცევენ.

image


0
286
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0