სხვა ინგლისის სანაპიროზე დაიწყებენ 5,5 მილიარდი დოლარის განძეულის ძებნას - მყვინთავებს ფსკერიდან 45 ტონა ოქროს ამოღება მოუწევთ 2 აპრილი, 20:01
ეს ამბავი თითქმის ოთხასი წლის წინ დაიწყო. 1641 წლის აგვისტოს ბოლოს, ბრიტანეთის სამეფო გალეონმა Merchant Royal-მა დატოვა მექსიკა და გაემართა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დარტმუთისკენ. გემს მეტსახელად "ზღვების ელდორადო" უწოდეს, რადგან მას ხშირად გადაჰქონდა უზარმაზარ სიმდიდრე, გემს იყენებდნენ ბრიტანეთის ვაჭრობისათვის ესპანურ კოლონიებთან ვესტ ინდოეთში. ამჯერადაც სათავსოები ოქროთი და ძვირფასი თვლებით იყო სავსე.
გზად გალეონი ესპანეთის პორტ კადისში შეკეთდა. თუმცა, უცებ იქვე გვერდზე მდგომ ესპანურ გემს მოულოდნელად გაუჩნდა ხანძარი, რომელსაც ფლანდრიაში 30 ათასი ესპანელი ჯარისკაცის ხელფასი მიჰქონდა, ასევე ახალი სამყაროს საგანძური, მათ შორის 400 ზოდი მექსიკური ვერცხლი და 500 000 რვაქიმიანი ვერცხლის მონეტა. Merchant Royal-ის კაპიტანმა ჯონ ლიმბრიმ აიღო ვალდებულება ეს ძვირფასეულობა ანტვერპენამდე მიეტანა დარტმუთში განტვირთვის შემდეგ. თუმცა, უკვე ლა-მანშის არხის შესასვლელთან, გადატვირთულ გალეონს დაატყდა შტორმი და საბოლოოდ 23 სექტემბერს გემი ჩაიძირა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, კორნუოლის სანაპიროზე. 18 მეზღვაური დაიხრჩო, კაპიტანი ლიმბრი და მისი ეკიპაჟის 40 წევრი სხვა სავაჭრო გემმა აიყვანა. მოხსენებაში, რომელიც ბრიტანული ბიბლიოთეკაში ინახება, ნათქვამია, რომ ბორტზე ესპანური საგანძურის გარდა იყო "100 000 ფუნტი ოქრო და ამდენივე ძვირფასი ქვა". ისტორიკოსები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, მიუთითებს თუ არა ტერმინი „100 000 ფუნტი“ ოქროს წონას (რაც 45 ტონაა) თუ მასში ნაგულისხმებია ბრიტანულ ფუნტ სტერლინგის ფუნტი სტერლინგი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის კოლოსალურია! იმდროინდელმა შეფასებებით ზარალი მ ინგლისის საჯარო სახსრების მესამედს შეადგეენდა და მეფე ჩარლზ I-მა ამ მოვლენას უწოდა "ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც ოდესმე განიცადა ერთმა გემმა". დღეს მთელი ეს სიმდიდრე ოთხ მილიარდ ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 5, 5 მილიარდი დოლარი) ფასდება. ჩაძირულ გემს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია დიდი ხანია აითვისეს მეზღვაურებმა Merchant Royal-ის მაინც პოვნა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, გემის ნამსხვრევები და მისი ტვირთი უკვე დამარხულია ქვედა შრეში, სილის ქვეშ. ბოლო მცდელობა ამერიკულმა კომპანია Odyssey Marine Exploration-მა 2007-2009 წლებში განახორციელა, მაგრამ არც ის იყო წარმატებული. თუმცა, ხუთი წლის წინ, მეთევზეებმა, რომლებიც თევზაობდნენ კორნუოლის სანაპიროზე, ზღვიდან ამოიღეს დიდი უძველესი ღუზა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ გალეონს ეკუთვნოდა. ამ აღმოჩენამ ახალი იმედები გააჩინა საგანძურზე მონადირეებში და ახლა კომპანია Multibeam Services-მა“ რომელიც სპეციალიზირებულია ამ ტიპის სამუშაოებში, გადაწყვიტა დაკარგული გემი მოძებნოს ძებნა. წელს მის სპეციალისტებს 200 კვადრატული მილის ფართობის შესწავლა მოუწევთ. ის გამოიყენებს ორ ავტონომიურ წყალქვეშა აპარატს, რომლებსაც შეუძლიათ 6000 მ-მდე სიღრმეზე ჩასვლა, ასევე ჰიდროლოკატორებს, რომლებიც ზღვის ფსკერის სკანირებას ახდენენ. 181 3-ს მოსწონს
|