x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7-მა დაქალმა იყიდა ფეშენებელური სასახლე,რომ სიბერე ერთად გაატარონ
image

შვიდმა დაქალმა იყიდა სამსართულიანი ფეშენებლური სახლი იმიტომ, რომ ერთად და ტკბილად გაატარონ სიბერე.


2008 წელს 7-მა ჩინელმა დაქალმა გადაწყვიტა, როდესაც პენსიაზე გავიდოდნენ ერთად ეცხოვრათ ოცნების სახლში.

7-ივე გოგონა ბავშვობიდან მეგობრობდა, როდესაც 20 წელი გავიდა, შეატყვეს, რომ ერთმანეთისთვის ძალზე მცირე დრო რჩებოდათ, ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემებს დიდი დრო მიაქვს, "არა უშავს, სიბერეში დაკარგულ დროს ავინაზღაურებთ"-წამოიძახა ერთ-ერთმა, თუმცა ეს შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა დაქალებს ჭკუაში დაუჯდათimage


შარშან მეგობრებმა ოცნების ახდენის განხორციელებას შეუდგენენ, ქალებმა იყიდეს დაუმთავრებელი სახლი გუანჯოუს გარეუბანში, შემდეგ კი 580 000 აშშ დოლარი დაახარჯეს, რომ სასახლის მშენებლობა და რემონტი ბოლომდე მიეყვანათ.


სამსართულიანი "მოხუცთა სახლის" ფართობი 7535 კვადრატული ფუტია, 7 ოთახით და დიდი ჰოლით პირველ სართულზე, ჩაის პავილიონი, აუზი და სამზარეულო, ხოლო ფანჯრები, იატაკი და ჭერი შუშისაა.

image


"ჩვენ სადილებს მოვამაზადებთ, ბარბეკიუს მოვაწყობთ მინდვრ

ებზე და ვივლით უახლოეს სოფელში"-განაცხადა ჯინ დუმ "შვიდეულიდან".

გოგონებმა მოილაპარაკეს, რომ ისწავლიან საოჯახო მეურნეობას, ხილის და ბოსტნეულის მოყვანას.

ახლა დაქალები ელოდებიან იმ დროს, როდესაც მათი შვილები დამოუკიდებლები გახდებიან, ამის შემდეგ ერთად დაიწყებენ ცხოვრებას.

image

0
5117
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0