x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბჭოთა პროპაგანდა: გამყიდველები, ლოთები და სხვა: საბჭოთა გმირების რეალური ისტორიები
იდეალური გმირები, რომლებმაც შრომითი თუ საბრძოლო გმირობები ჩაიდინეს საბჭოთა პროპაგანდის აქტიური ნაწილი იყო და იგი უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვა საბჭოთა მოქალაქეებისთვის. ასე იყო აწყობილი საბჭოთა სარეკლამო მანქანა.


მაგრამ რა იმალებოდა რეალურად მათი ისტორიის უკან?მოდით გავეცნოთ საბჭოთა გმირების ახლა უკვე ნამდვილ ისტორიას.



ალექსი სტახანოვი-1935 წლის 31 აგვისტოს დაფიქსირდა სტახანოვის რეკორდი- მაღაროელმა ცვლაში(5 საათი და 45 წუთი) 102 ტონა ქვანახშირი მოიპოვა, რითაც ნორმას 14-ჯერ გადააჭარბა.საბჭოთა პროპაგანდამ მოპოვებული ქვანახშირი მთლიანად სტახანოვს მიაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად კიდევ ორი მაღაროელი მუშაობდა....

image



ასე დაიწყო ალექსეი სტახანოვის ისტორია, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის იარაღი შეიქმნდა და შემდგომ მსხვერპლიც.

image

სტახანოვის კარიერა მართლაც შესანიშანავად აეწყო, თუმცა სახელმა, რომელიც მას ტვირთად დააწვა, ცუდად იმოქმედა მის პირად ცხოვრებაზე.გალოთდა, დაკარგა პარტბილეთი ჩხუბის დროს..შემდგომ მცირეწლოვანზე დაქორწინდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მას მფარველობდა, ხრუშჩოვმა 1957 წელს სტახანოვი მოსკოვიდან ისევ დონეცკის ოლქში დააბრუნა და აიძულა ისევ მაღაროში ემუშავა.ამ დროს იგი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.(სტახანოვის ოჯახი მოსკოვურ ბინაში დარჩა, რომელიც სტალინმა პრესტიჟულ ადგილზე მისცა)

image

მომხდარი ამბავი სტახანოვმა მძიმედ გადაიტანა და გალოთდა.1959 წელს დაინიშნა "Чистяковантрацит–ის" ტრესტის მმართველის მოადგილედ და "Торезантрацит»-ის მთავარი ინჟინრის მოადგილედ.

image


პენსიაზე გავიდა 1974 წელს, გარდაიცვალა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1977 წელს(იქ მოხვდა მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმის დიაგნოზით ე.წ. თეთრი ცხელებით) 72 წლის ასაკში, ვაშლის ნაფცქვენზე ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.



პავლიკ მოროზოვი-დიდი ხნის განმავლობაში ეს ბიჭუნა იყო საბჭოთა ისტორიაში და კულტურაში გმირის ნიმუში....თუმცა მისი საქციელი არაერთგვაროვანია.


ისტორია ასეთი იყო:ბიჭუნას მამა ტროფიმი პარტიზანი იყო და ბოლშევიკების მხარეს იბრძოდა, თუმცა ომიდან დაბრუნებულმა მიატოვა ცოლი, ოთხი შვილი და სხვა ქალთან დაიწყო ცხოვრება.

image


ტროფიმი სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, თუმცა საკმაოდ ბობოქარ ცხოვრებას ეწეოდა:ლოთობდა და დებოშიორობდა.


ლეგენდის თანახმად ცოლმა ტროფიმი პურის გადამალვაში დაადანაშაულა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მიტოვებულმა და დამცირებულმა ცოლმა ტროფიმს სთხოვა შეეწყვიტა თანასოფლელებისთვის ფიქტიური ცნობების გაცემა.


პავლიკმა უბრალოდ დაადასტურა დედის ნათქვამი..ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ 13 წლის ბავშვი აიძულეს საკუთარი მამა "ჩაეშვა".

image


შედეგად ტროფიმი დააკავეს, რაც შეეხება ნორჩ გმირ პიონერს, 1932 წელს საკუთარმა ბიძამ და ნათლიამ მოკლა, საბჭოთა პროპაგანდამ მონათლა ეს როგორც საყოფაცხოვრებო დრამა, ხოლო თვით პავლიკ მოროზოვი გმირის ეტალონად აქცია..ბიჭუნა, რომელმაც საკუთარი მამა გაყიდა!

image

ალექსანდრე მატროსოვი-დროის გასვლასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირის, მატროსოვის ისტორიის უკვე რამდენიმე ვერსია არსებობს.


image

ლეგენდის მიხედვით მატროსოვმა ამბრაზურაში ყუმბარები შეაგდო და შემდგომ საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს, რამაც საშუალება მისცა ბატალიონს, მესამე ტყვიამფრქვევიც გაენადგურებინათ და მისია შეესრულებინათ. მატროსოვის გმირობა საყოველთაოდ იქცა გმირობისა და სამშობლოსთვის
თავდადების სიმბოლოდ. მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მისი
ბოლო სიტყვები იყო: "მე ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე".

image

პოსტსაბჭოთა პერიოდში გამოიკვეთა სხვა ვერსიები:ერთ-ერთი ვერსიით მატროსოვი აბრაზურის სახურავზე მოკლეს და იქიდან გადმოვარდა, რითაც ჩაკეტა სავენტილაციო ღიობი, რა დროსაც საშუალება მიეცათ თანამბრძოლებს შეტევა განეხორციელებინათ სანამ გერმანელები მის გვამს აშორებდნენ.

image

მეორე ვერსიით მატროსოვი წამოიმართა, რათა მესამე მეტყვიამფრქვევე გაენადგურებინა რა დროსაც მოკლეს და იგი პირდაპირ აბრაზურაზე დაეცა.


"საუკუნის შეტევა" და ალექსანდრ მარინენკო-გმირობა, რომელსაც აქტიურად აშუქებდა საბჭოთა პროპაგანდა, დღესდღეობით მრავალი კითხვის ნიშანს აჩენს, როდესაც 1945 წელს გერმანული ლაინერი "ვილჰელმ გუსტოფი" იქნა ჩაძირული.

image

როცა საბჭოთა წყალქვეშა ნავმა С-13-მა მარინენკოს მეთაურობით გერმანულ გემს რაკეტა ესროლა ბორტზე 11 000 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის ნახევარი ლტოლვილები და დაჭრილები იყვნენ.

image

"გუსტოფის" ჩაძირვა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საზღვაო კატასტროფა იყო.ალექსანდრე მარინენკომ კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო.



"გმირობის" სამართლიანობა დღემდე განხილვის საკითხია საზოგადოებაში და უარყოფითად არის შეფასებული.გემის ჩაძირვა ნაწილს დანაშაულად მიაჩნია და არა გმირობად, რადგან ბორტზე მგზავრთა უმეტესობა სამოქალაქო პირები იყვნენ.

image

თუმცა არსებობს მეორე მხარეც.ხომალდს არ ჰქონდა წითელი ჯვრის ნიშანი, ამასთანავე დაკომპლექტებული იყო საბრძოლო მასალებით და გადაჰყავდა მეომრები.

image

ომის შემდეგ, მარინენკო 1949 დააკავეს სოციალისტური ქონების გაფლანგისთვის, რის გამოს სამწლიანი სასჯელი მოიხადა.გარდაიცვალა 1963 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მისი რეაბილიტაცია 1990 წელს მოხდა და სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.



28 პანფილოველი- წითელი არმიის 316-ე მსროლელი დივიზიის მეომრები, რომლებმაც თავი ისახელეს დიდ სამამულო ომში, შეიქმნა ალმა-ატაში (ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა)სამხედრო კომისარ ივანე ვასილის ძე პანფილოვის მეთაურობით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1941 წელს რუსეთის დაცვაში.

image

ყველაზე მეტად 28 მებრძოლია სახელგანთქმული გმირობისთვის 1075-ე მსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის მეოთხე ასეულიდან პოლიტხელ ვ. კლოჩკოვის მეთაურობით.



გავრცელებული ლეგენდის თანახმად, 1941 წლის 16 ნოემბერს, როდესაც დაიწყო განახლებული თავდასხმა მოწინააღმდეგეებისა მოსკოვზე, მეოთხე ასეულის მებრძოლებმა დუბოსეკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვისას განახორციელეს ოთხსაათიანი ბრძოლა, რომლითაც გაანადგურეს მოწინააღმდეგის 18 ტანკი.



28-ვე მებრძოლი გარდაიცვალა, რომელთაც საჭოთა კავშრის გმირობა მიანიჭეს.


ეს ამბავი იყო შეტანილი სახელმძღვანელოებში, ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, გაიხსნა მემორიალური დაფა და ა.შ.

image

თუმცა სამხედრო პროკურატურის მიერ შესწავლილ იქნა ეს ამბავი 1948 და 1988 წლებში, რომლითაც ოფიციალური ვერსიის თანახმად ეს ფაქტი არ დადასტურდა.



ეს იყო მხატვრული სიცრუე.როგორც გაირკვა, ეს გახლდათ გაზეთ "Красная звезда" -ს თანამშრომლის. ალექსანდრე კრივიცკის ფანტაზიის ნაყოფი.

image

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0