სხვა ოთახის რომელ კუთხეში უნდა დავდგათ ნაძვის ხე სხვადასხვა სფეროში წარმატებისთვის - გაითვალისწინეთ ფენ-შუის წესები! 2016, 29 დეკემბერი, 20:17 ![]() არადა, როგორც აღმოჩნდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ფენ-შუის ოსტატები ნაძვლის ხის დადგმის ადგილს განსაკურებულ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, სწორ ადგილზე და სწორად დადგმული ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო მხიარულებას გაჩუქებთ, არამედ მიმავალ წელს თქვენი ცხოვრების სასურველ სფეროში წარმატების მომტანიც იქნება. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ რას ველით მომავალი წლიდან და ამის შესაბამისად დავდგათ ნაძვის ხე. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ. სად დავდგათ ნაძვის ხე იმისათვის, რომ: მოვიზიდოთ ან გავამყაროთ სიყვარული ![]() ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა დაიდგას ოთახის აღმოსავლეთით. ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად, ფენ-შუის მიხედვით, საახალწლო დედოფალი უნდა მორთოთ ბრჭყვიალა კრისტალებით, აბრეშუმის ლენტებით, გულებით ან წყვილი სიმბოლოებით - ორი ბურთულა, ორი გირჩა, ასევე ძალიან კარგია თუ გამოიყენებთ ერთმანეთში გადახლართულ ლენტებსა თუ თოკებს. მორთულობის ფერი უნდა იყოს წითელი და ვარდისფერი, თავზე კი დიდი ზომის მოსართავი უნდა დაადგათ. მოვიზიდოთ ფული ![]() თუ ახალი წლისგან ფინანსურ წარმატებას მოელით, ნაძვის ხის ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. მორთულობაში უნდა ჭარბობდეს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ტონები. ყველაზე მარტივი ვარიანტია, ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენოთ შოკოლადის მონეტები ბრჭყვიალა შეფუთვაში. ასევე შეგიძლიათ ფულის კუპიურებისგან გააკეთოთ პეპლები ან ბანტები. გამოვა ერთგვარი ფულის ხე თქვენი მომავალი ფინანსური წარმატებისთვის. შევიძინოთ ახალი მეგობრები და მფარველები ![]() მაგალითად, კალამი, რომელსაც ვითომდა მომავალი მფარველი გაჩუქებთ, მონეტა - პოტენციური სპონსორისგან, ჰალსტუხის სამაგრები - თუ მამაკაცთან მეგობრობის დამყარება გსურთ. ანუ, იპოვეთ საგანი, რომელიც, თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თქვენს მომავალ მეგობარს. დაორსულდეთ და მშვიდობიანად მოილოგინოთ ![]() თუ დაორსულება გსურთ, ნაძვის ხეზე დაკიდეთ ან თავზე დაადგით ანგელოზის გამოსახულება. კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ ![]() ბევრი იმოგზაუროთ ![]() ჯანმრთელობა გაიმყაროთ ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ მივირთმევთ საახალწლოდ მანდარინს და რა კავშირშია იგი სანტა კლაუსთან? - ეს ბევრმა არ იცის! ![]() 2. 6 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მამლის წლის ნაძვის ხეზე - გახადეთ 2017 წელი წარმატებული! ![]() 3. 7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს - ეს ცუდის ნიშანია! ![]() 4. 10 ორიგინალური სადღეგრძელო საახალწლო სუფრისთვის - იყავით გამორჩეულები ![]() 5. 5 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდება ![]() 1390 7-ს მოსწონს 1-ს არა
|