სხვა სახლიდან გასვლისას დატოვეთ მონეტა საყინულეში და დააკვირდით რა მოხდება - ეს ხერხი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს! 2016, 24 დეკემბერი, 13:43
თანამედროვე ცხოვრებაში მაცივარისა და საყინულეს გარეშე სახლი წარმოუდგენელია. თუმცა ხშირია, შემთხვევები, როცა სრულიად ახალი საყინულეც კი ხარვეზებით იწყებს მუშაობას - ჯერ გაყინავს, შემდეგ გაითიშება, მერე კი ისევ დაიწყებს გაყინვას და ა.შ. სამწუხაროდ, შეიძლება აღნიშნული ხარვეზი დროულად ვერ შევამჩნიოთ.
თუ საყინულე არასწორად მუშაობს, მასში პროდუქტები შეიძლება რამდენჯერმე გაიყინოს და გალღვეს. ცხადია, ამით პროდუქტს გემო ეკარგება, მაგრამ, რაც მთავარია, ფუჭდება და ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევამოწმოთ საყინულის მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხელახლა გაყინულ პროდუქტს არ მივირთმევთ. ჩაასხით ჭიქაში წყალი და მოათავსეთ საყინულეში. როცა წყალი მთლიანად გაიყინება, ყინულზე დადეთ მონეტა და ჭიქა ისევ საყინულეში შედგით. ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ სამსახურში, საქმეებზე...მთავარია, მონეტა დარჩეს საყინულეში მთელი დღის ან მთელი ღამის მანძილზე. ამის შემდეგ, გამოიღეთ ჭიქა და თუ მონეტა ისევ ყინულის ზედაპირზე იდება, ესე იგი თქვენი საყინულე ხარვეზების გარეშე მუშაობს. მაგრამ თუ მონეტა ჭიქაში ჩაძირული ან ფსკერზე აღმოჩნდა, ხელოსნის გამოძახება დაგჭირდეათ, რადგან, როგორც ჩანს, წყალი საყინულეში ჯერ გალღვა, შემდეგ კი ისევ გაიყინა - ასე აღმოჩნდა მონეტა ჩაძირული. ასეთ საყინულეში არსებული პროდუქტები კი სასწრაფოდ თავიდან უნდა მოიშოროთ. ასევე გაითვალისწინეთ: 1. ამ მეთოდით მარტივად დაადგენთ სარეცხი ფხვნილი ნამდვილია თუ ყალბი - ნუ მოტყუვდებით! 2. როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან! 3. როგორ გავახაროთ ოთახის პირობებში ქოთანში ხეხილის ხეები - დაუჯერებელია, მაგრამ უკვე შესაძლებელი! 4. ბანანის ქერქი ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ - ეს უნდა ვიცოდეთ! 5. ყავის ნალექის გამოყენების ეფექტური ხერხები: თქვენ აღარასოდეს გადაყრით მას! 6. როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის! 7. თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმების მოულოდნელი დასკვნა 10069 13-ს მოსწონს 2-ს არა
|