x
image
natia.a
როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს - მეთოდი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მშობლები აღაფრთოვანა!
image
ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებით მაინც ბავშვები ელიან. მთავარი მიზეზი, ცხადია თოვლის ბაბუაა, რომელსაც ნანატრი საჩუქრები მოაქვს. მსოფლიოში ბავშვების დიდ ნაწილს სჯერა თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსის არსებობა. ერთი შეხედვით, ამ ტრადიციაში არაფერია ცუდი - რა მოხდა მერე, თუ ბავშვს ასეთი გულუბრყვილო რწმენა ახალ წელს გაულამაზებს და ჯადოსნურ სამყაროში გადაისვრის... მაგრამ ბევრი მეცნიერი უკვე სხვა აზრზეა და მშობლებს ურჩევს, ბავშვებს ნუ დააჯერებს ამგვარ მითებს. ასეა თუ ისე, ბავშვი იზრდება და ბოლოს მაინც დგება დრო, როცა ეჭვები უჩნდება, შეკითხვები ებადება და თოვლის ბაბუას არსებობა სულ უფრო შეუძლებლად მიაჩნია. მშობელს კი უჩნდება საზრუნავი - როგორ ავუხსნათ 6-7 წლის ბავშვს ის, რომ საყვარელი სანტა თუ თოვლის პაპა არ არსებობს? ავუხსნათ ისე, რომ მის ჯერ კიდევ ბავშვურ ცნობიერებას დარტყმა არ მივაყენოთ? ეს საკითხი ძალიან მარტივად გადაჭრა ინგლისელმა ქალბატონმა, რომელმაც თავისი გამოცდილება სოციალურ ქსელშიც გააზიარა. შედეგად, ბავშვებმა არა მხოლოდ უმტკივნეულოდ მიიღეს ეს ამბავი, არამედ საახალწლო სამზადისისთვის უფრო დიდი მიზანიც გაუჩნდათ - თუ რა, ამაზე ქვემოთ თავად მეთოდის ავტორი გიამბობთ.


image

"ჩვენს ოჯახში ერთი განსაკუთრებული ტრადიციაა, რომლის მიხედვით, ბავშვები სანტასგან საშობაო საჩუქრებს კი არ ელიან, არამედ თავად ხდებიან სანტები. ამგვარად, გარკვეულ ასაკში სანტა ბავშვებისთვის იქცევა არა ტყუილად, არამედ კეთილი საქმეების გაკეთებად.

როცა შეაჩნევთ, რომ ბავშვს უკვე ეჭვი ეპარება სანტას არსებობაში - ეს კი დაახლოებით 6-7 წლის ასაკში ხდება, - ესე იგი პატარა უკვე მზადაა.

მე ჩემი შვილი ჩვენს საყვარელ კაფეში დავპატიჟე. საჭმელი შევუკვეთეთ და საუბარი დავიწყე:


- ჩემო ბიჭო, უკვე ძალიან გაიზარდე. მხოლოდ სიმაღლეს არ ვგულისხმობ, შენი გულიც გაიზარდა (აქ რამდენიმე მაგალითი მოვყუვანე, როცა იგი ვინმეს დაეხმარა ან უთანაგრძნო). მე ვხედავ, რომ შენი გული იმდენად გაიზარდა, რომ მზად ხარ შენ თვითონ გახდე სანტა-კლაუსი.

ეს ყველაფერი შეთქმულებანარევი ტონით უნდა უთხრათ.

- ალბათ შეამჩნიე, რომ სანტა ზოგჯერ ძალიან ჰგავს ჩვენს რომელიმე ნაცნობს და უბრალოდ გადაცმულია. შეიძლება შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ სანტა არ არსებობს. ბევრი ბავშვი ასე ფიქრობს, რადგან არ არიან მზად სანტად გადასაქცევად. შენ კი, ვხედავ, რომ მზად ხარ.

მოუყევით ბავშვს რა არის ყველაზე კარგი სანტაში, რას იღებს იგი თავისი ქმედებებისთვის (თუ ბავშვი გიპასუხებთ, რომ ამ ყველაფრისთვის სანტა ალბათ "შოკოლადს" იღებს, თქვენ მოხერხებულად შეუსწორეთ, რომ მთავარი "სიკეთის კეთებით მიღებული სიამოვნებაა"). და ბოლოს, უთხარით: "აი, ახლა კი მზად ხარ გახდე სანტა!".

შემდეგ, ბავშვთან ერთად აირჩევთ რომელიმე ნაცნობს - ნათესავს, მეგობარს ან მეზობელს, სულ ერთია. ბავშვის მისიაა - საიდუმლოდ გაარკვიოს, რა სჭირდება და რაზე ოცნებობს ის ადამიანი. შემდეგ იმ რაღაცას იშოვის (უყიდით, თავისას გადასცემს ან თავად გაუკეთებს), შეფუთავს და მიუტანს ადრესატს. მთავარი პირობაა ის, რომ ადრესატმა არ უნდა იცოდეს ვინ გაუგზავნა საჩუქარი! სანტად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩადენილი სიკეთისთვის მადლობის მოსმენას ელოდო. პირიქით, თოვლის ბაბუობა ნიშნავს საჩუქრების ჩუქებას ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე.

ჩემმა უფროსმა ბიჭმა პირველად ჩვენი მეზობელი ქალი აირჩია, კარჩაკეტილი, უჟმური ქალი იყო. თავის ღობესთან მისულ ბავშვებს რომ დაინახავდა, უყვიროდა ხოლმე. დილაობით ჩემი შვილი მისი სახლის წინ რომ ჩაივლიდა, ხედავდა, როგორ გამოდიოდა გაზეთის ასაღებად ფეხშიშველი. ბავშვმაც გადაწყვიტა, რომ ქალისთვის ფლოსტები ეჩუქებინა. მოახერხა და გაიგო, რა ზომა ფეხი ჰქონდა მოხუცს. შემდეგ ჩვენ მაღაზიაში წავედით და თბილი ფლოსტები შევიძინეთ. ჩემმა შვილმა თავად შეფუთა და ბარათიც მიამაგრა, წარწერით; "შობას გილოცავ, სანტა". შობის საღამოს, ბიჭი ქალის სახლთან მიიპარა და კართან საჩუქარი დაუდო. მეორე დღეს დავინახეთ, როგორ გამოვიდა გაზეთის ასაღებად და თან საჩუქარიც აიღო. ჩემი ბიჭი ვერ ითმენდა, ისე უნდოდა გაეგო, რა მოხდებოდა შემდეგ. მეორე დღეს ბავშვმა დაინახა, რომ გაზეთისთვის ქალი უკვე ფლოსტებით გამოვიდა. ბიჭი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. მე კი კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ არავინ არასოდეს არ უნდა შეიტყოს რაც გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანტა ვეღარ იქნება.

მეორე წელს ჩემმა ბიჭმა თავისი ველოსიპედი გაწმინდა, გააახლა, დასაჯდომი გამოუცვალა და თავისი "ბედაური" ჩვენი მეგობრების პატარა გოგოს აჩუქა. მათ ველოსიპედისთვის ფული არ ჰქონდათ. როცა გოგონამ ველოსიპედი დაინახა, ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა, არანაკლებ უბრწყინავდა თვალები ჩემს ბიჭსაც...

როცა ჩემი მეორე ბიჭი წამოიზარდა, სანტას ამბავი უკვე მე და უფროსმა ბიჭმა ერთად ვუამბეთ. ახლა ჩემს ორივე შვილს ძალიან უყვარს საჩუქრების ჩუქება. სხვათა შორის, არც ერთი არ თვლის, რომ ბავშვობაში მათ ატყუებდნენ - პირიქით, მათ ხომ "თავად სანტას საიდუმლო" გაანდეს!"

ეს პოსტი ათასობით ადამიანმა გააზიარა სოციალურ ქსელში. ბევრი ამბობს, რომ მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს - ბავშვები არა მხოლოდ უმტკივნეულოდ იღებენ საყვარელი მითის მსხვრევას, არამედ თავად სწავლობენ კეთილი საქმის კეთებას, რაც მთავარია ისე, რომ ამისთვის ქება-დიდებას არ ელიან.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რატომ არის იგი ქრისტიანული შობის სიმბოლო

image

2. 7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს - ეს ცუდის ნიშანია!

image

3. გააკეთეთ საახალწლო მორთულობები მაკარონისგან - მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი!

image

4. როგორ აუხსნა პირველკასელებს მასწვლებელმა ქალსა და კაცს შორის განსხვავება - იხალისეთ!

image

5. "მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხო ხედავ დედა გვე**ება"- საშობაო შეძახილები თბილისში

image


0
1672
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0