სხვა გააკეთეთ საახალწლო მორთულობები მაკარონისგან - მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი! 2016, 7 დეკემბერი, 14:39 ![]() სულ მალე ყველა სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს მშვენიერი, საშობაო სათამაშოებით შემკული, საახალწლო ნაძვის ხე. წინაასაახალწლო მზადება განსაკუთრებით სასიამოვნო და შემოქმედებითი გახდება, თუ დეკორაციებსა და სათამაშოებს საკუთარი ხელით გავაკეთებთ, განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ბავშებსაც ჩავრთავთ. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ საშობაო სათამაშოების დამზადების მარტივი და, რაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, იაფი ხერხები. სწორედ ამგვარ საინტერესო ხერხს გთავაზობთ ქვემოთ. ![]() დღეს სამომხმარებლო ბაზარზე უამრავი ფორმისა თუ ზომის მაკარონი არსებობს, რაც საშუალებას გვაძლევს ისინი არა მხოლოდ კულინარიული, არამედ დეკორატიული მიზნითაც გამოვიყენოთ. მათი საშუალებით ნამდვილი შედევრის შექმნა შეიძლება, რაშიც თავადაც დარწმუნდებით, თუ ქვემომოყვანილ სურათებს გადახედავთ. ფიფქები, ანგელოზები, საშობაო გვირგვინები, ნაძვისხის სათამაშოები... აირჩიეთ რომელი მათგანის გაკეთება გსურთ და მიჰყევით ინსრუქციას, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სამუშაოდ დაგჭირდებათ: წებო "მომენტი" ან წებოს პისტოლეტი; აკრილის საღებავები, უმჯობესია ოქროსფერი, ან ოქროსფერი პულველიზატორი; სხვადასხვა ფორმის მშრალი მაკარონები; ლენტები, თასმები; ბისერები, მძივები; და, რაღა თქმა უნდა სურვილი და ნებისყოფა! ნაძვის ხეზე დასაკიდი ფიფქები მაკარონისგან ![]() შეწებების დასრულების შემდეგ ფიფქი უნდა დავდოთ, რათა წებო გაშრეს. ამის შემდეგ ვდებთ ფიფქებს ქაღალდზე (რათა მაგიდა არ დაისვაროს) და ვღებავთ. ![]() ![]() მოცულობითი ფიგურები მაკარონისგან ![]() გაბერეთ ბუშტი სასურველ ზომამდე. ვიწყებთ მაკარონების დაწებებას და თანადათან ვზრდით მოცულობას სასურველ ზომამდე. მნიშვნელოვანია! მაკარონებს ვაწებებთ არა ბუშტზე, არამედ ერთმანეთზე! როცა სამუსაოს დასრულებამდე სულ რამდენიმე მაკარონის მიკვრაღა დაგრჩებათ, ცოტა ხნით გადადეთ "კოსტრუქცია" და დააცადეთ გაშრობა; გამშრალი "კონსტრუქცია" მიიღებს საჭირო სიმყარეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ნემსით გავხეთქოთ შიგ დარჩენილი ბუშტი, ამოვიღებთ ბუშტის ნარჩენებს და ღიობს დარჩენილი მაკარონებით ამოვავსებთ. მიღებულ ბურთულას შევღებავთ და გავაშრობთ; მივაკრავთ ლენტს და შევკრავთ ისე, რომ საკიდი მოვიღოთ. ![]() ანგელოზები მაკარონისგან ![]() ![]() სამუშაოსთვის დაგვჭირდება: სხვადასხვა ფორმის მაკარონები (დააკვირდით სურათებს!) წებო; თასმა ან ოქროსფერი მავთული; ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან თეთრი საღებავი ან პულველიზატორი აკრილის თეთრი და მოოქროსფრო საღებავი; წვრილი ფუნჯი; მცირე რაოდენობით თიხა ან მარილიანი ცომი (ანგელოზის თავისთვის). 1. ვიწყებთ ანგელოზის ტანის გაკეტებას, რისთვისაც ორ გრძელ მაკარონს ერთმანეთზე მივაკრავთ. ![]() 3. ტანსა და ხელებს თეთრად ვღებავთ, კონტურები კი დაგვაქვს ოქროსფერი აკრილის საღებავით. ![]() ![]() 5. თიხის ან ცომისგან ვაკეთებთ საჭირო ზომის ბურთულას. იგივე მასალისგან ვაწებებთ თვალებს, ცხვირსა და პირს. თავს თეთრად ვრებავთ და ვუკეთებს წვრილ, ოქროსფერ მავთულსა ან ძაფს, რომელიც საკიდად უნდა გამოდგეს. ![]() 7. სურვილისამებრ, ხელში დავაჭერინოთ წიგნი, რომელსაც ჩვეულებრივი ქაღალდისგან გავაკეთებთ. ეს ანგელოზის გაკეთების მხოლოდ ერთი ვარიანტია, თქვენ შეგიძლიად თავადაც მოიფიქროთ განსხვავებული ფორმის ანგელოზები. ![]() ![]() სულ ესაა. ცოტა დრო, ყურადღება, სურვილი და შესანიშნავი საახალწლო სამშვენისიც მზადაა! ასევე დაგაინტერესებთ: 1. გააკეთეთ ულამაზესი ნაძვის ხის ბურთულები ძაფისგან ![]() 2. მოამზადეთ 3D ნაძვის ხეები ორცხობილასგან - (რეცეპტები და ინსტრუქციები) ![]() 3. გააკეთეთ საახალწლო ორცხობილას სახლი მარტივად (დეტალური რეცეპტი და შაბლონი) ![]() 499 7-ს მოსწონს 1-ს არა
|