x
image
natia.a
უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა!
image

სამყაროში უამრავი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც სრულიად მოულოდნელად უკუღმა სვლას იწყებს- უარესდება ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, კარიერა... და იწყება დეპრესია. უძველესი დროიდან არსებობს რწმენა იმისა, რომ ამ ყველაფერში შეიძლება დამნაშავე იყოს ე.წ. "თვალი". გიამბოთ ერთ უძველეს ხერხზე, რომლის წყალობითაც თავად შეგიძლიათ გაარკვიოთ, მართლა ხართ თუ არა გათვალული, და შემდეგ შესაბამისად იმოქმედოთ.


დაგჭირდებათ:


- ჭიქა


- წყალი

- 2 ასანთის ღერი


შემოწმება:


შემოწმების დაწყებამდე მოდუნდით, დამშვიდდით და საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: "არის თუ არა ჩემზე უცხო ენერგეტიკული გავლენის კვალი?"


image



მოკიდეთ ასანთს ხელი გოგირდიანი მხარის მოპირდაპირე წვერზე და დაიჭირეთ ჭიქის შუაგულში წყლის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის ზემოთ.


image


დახუჭეთ თვალები და ისევ იგივე შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავს. გაუშვით ხელი ასანთს და აცადეთ წყალში თავისუფლად ჩავარდნა. მას შემდეგ, რაც ჩაგდებული ასანთი მოძრაობას შეწყვეტს, იგივე გაიმეორეთ მეორე ასანთის ღერზეც.


რა თქმა უნდა ასანთები ერთმანეთის მიმართ გარკვეულ მდებარეობას დაიჭერენ. სწორედ მათი განლაგებით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, ხართ თუ არა გათვალული.


არსებობს ასანთის ღერების სამი ძირითადი განლაგება: მათ შორის კონტაქტის არარსებობა, შეხება და გადაკვეთა. ამ კომბინაციებიდან თითოეული გარკვეულ ინფორმაციას ატარებს.

საუკეთესო განლაგებად ითვლება ასანთებს შორს კონტაქტის საერთოდ არარსებობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგეტიკა თავისუფალია სხვისი ენერგეტიკის გავლენისგან, ხოლო პრობლემები და ავადმყოფობები, რომლებიც შეიძლება ამჟამად გაქვთ, წმინდად ფიზიკური ხასიათისაა. ამ სიტუაციაში, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საკმარისია წამლის მიღება, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ა.შ.


image

თუ ასანთები ერთმანეთს ეხება, ეს ნიშანია იმისა, რომ იმყოფებით არაპროფესიონალური ენერგეტიკული გავლენის ქვეშ, ანუ გათვალული ხართ. ამგვარი გავლენა შეიძლება მიგეღოთ საზოგადო ადგილზე, ტრანსპორტში, ახლობლებთან კამათის დროს ან სხვა სიტუაციებში.


image

ხოლო თუ ასანთის ღერებმა ერთმანეთი გადაკვეთეს, თქვენ მიზამიმართულად გადევთ თვალი. ღერების გადაკვეთის ადგილი გიჩვენებთ ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც არაკეთილმოსურნის მიერ ყველაზე ინტენსიური დარტყმის ქვეშ მოექცა.


image

ამგვარი ცენტრის განსასაზღვრად საჭიროა ასანთის ღერი ვიზუალურად გავყოთ 6 ნაწილად და დავაკვირდეთ, რომელ მათგანს ეხება მეორე ასანთი.

გარე ძალას ამ შემთხვევაში ასახავს ზემოთ მოქცეული ასანთი, ხოლო გავლენის დონეზე მსჯელობა უნდა მოხდეს ქვემოთ დარჩენილი ასანთის მიზედვით.


გავლენის დონეები


პირველი დონე


image


მიუთითებს სიცოცხლის ძალის ენერგეტიკული ცენტრის დაზიანებაზე. ვიღაც ცდილობს წაგართვათ სიცოცხლის სურვილი. ფიზიკური ორგანოებიდან შეიძლება დაზიანებული იყოს რეპროდუქციული ორგანოები ან თირკმლები.

მეორე დონე


image

მიუთითებს სექსუალური ურთიერთობის ცენტრის დაზიანებაზე. ორგანიზმში ამ ცენტრის დაზიანება აისახება მსხვილი ნაწლავის, სასქესო ორგანოების, შარდის ბუშტის, ქვედა კიდურების სისხლძარღვების პრობლემებში.


მესამე დონე


image

უარყოფითი გავლენის ქვეშ მოქცეულია საზოგადოებაში თქვენი მდგომარეობა. ადამიანი, რომელმაც აღნიშნული ნეგატიური ენერგია გამოგიგზავნათ, ცდილობს შელახოს თქვენი ავტორიტეტი, წაგართვათ სხვა ადამიანებთან კონტაქტირების უნარი, დაგტოვოთ მარტოობაში. ამ ცენტრის დაზიანებისას გამოვლინდება კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის, წვრილი ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები.


მეოთხე დონე


image

მიუთითებს გულის ცენტრის დაზიანებაზე ან სიყვარულის უნარზე ზეგავლენაზე. ამგვარი ზეგავლენა მიმართულია იმისაკენ, რომ წყობილებიდან გამოგიყვანოთ. ამ ცენტრის დაზიანებისას ადამიანი ვეღარ იღებს ცხოვრებისგან სიამოვნებას, ვერ ახერხებს პარტნიორისა და მეგობრების სწორად შერჩევას, აღარ აქვს გარშემომყოფთა მხრიდან მხარდაჭერა. თავს იჩენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, უარესდება იმუნიტეტი.


მეხუთე დონე


image

ადამიანი, ვინც "გაგთვალათ", გხდით ინფორმაციისა და გარემომცველი გამღიზიანებლების მიმართ გულგრილს. პრობლემები გექმნებათ ლოგიკური სისტემის, ბრონქების, ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებასთან დაკავშირებით.


მეექვსე დონე


image

სხვა ადამიანი შეეცადა თქვენს ცნობიერებაში ჩაედო თავისი აზროვნების მიმართულება, განსხვავებული სიცოცხლის პროგრამა და მიზნები. თქვენი ძალისხმევა იხარჯება უაზრო ქმედებებში, რომლებსაც, შედეგად არანაირი წარმატება არ მოაქვს თქვენთვის.
ამგვარი გავლენით შეიძლება პრობლემები შეგექმნათ თავის ტვინზე, ნერვულ სისტემაზე, ჰორმონულ და ნივთიერებათა ცვლაზე.



ასევე საინტერესოა:


1. 10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი!

image

2. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image

3. ტესტი, რომელიც ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

image

4. როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე: 10 ფსიქოლოგიური ხერხი


image

5. რატომ არ უნდა ვატაროთ ერთად ოქროსა და ვერცხლის სამკაულები?

image

6. რომელ თითზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი, რათა მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს - მეცნიერები გვირჩევენ!

image

7. როგორ გავიგოთ რას გრძნობს სინამდვილეში ადამიანი - ამ "ენას" სადაზვერვო სამსახურები იყენებენ

image

8. როგორ ავიხდინოთ სურვილი წყლით სავსე ჭიქის გამოყენებით - უძველესი საოცარი მეთოდი!

image



0
31518
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
31518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0