x
image
natia.a
რატომ არ უნდა ვატაროთ ერთად ოქროსა და ვერცხლის სამკაულები?
image



ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ოქროსა და ვერცხლის ერთდროულად ტარება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ უგემოვნობის ნიშანია. თუმცა მათი ურთიერთშეუთავსებლობა პირველ რიგში ამ ორი ლითონის ენერგეტიკული ველებით აიხსნება.




როგორც ოქროს, ასევე ვერხლსაც აქვს საკმაოდ ძლიერი დადებითი ენერგეტიკული ველი და ცალ-ცალკე ტარებისას, მათ ორივეს, ადამიანზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა საპირისპირო ეფექტს ვიღებთ, როდესაც ორივე ლითონს ერთდროულად ვატარებთ.



imageოქროს სამკაულს შეუძლია ადამიანი აღავსოს დადებითი ენერგიით. ვერცხლი კი ამშვიდებს ადამიანს, იცავს უარყოფითი გარე ენერგიისგან. ამგვარად, ისინი ერთმენთს ეწინააღმდეგებიან, რაც შეიძლება ორგანიზმის დისბალანსის მიზეზი გახდეს. ეს კი შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილსა და გუნება-განწყობილების ცვლილებაში.



image
გარდა ამისა, ოქროსა და ვერცხლის ერთდროულად ტარებით შეიძლება უგემოვნოც გამოჩნდეთ, რაც შემდეგით აიხსნება: ოქრო თავისთავად სიმდიდრესთან, ძვირფასთან ასოცირდება, ვერცხლი კი პირიქით - იაფფასიანთან. ამიტომ მათი ერთად ტარება ბევრისთვის ვულგარულობის ტოლფასია.


ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აჯობებს, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს ცალ-ცალკე ატარებთ. ასე ორგანიზმზე დადებითი ეფექტიც გარანტირებული გექნებათ და უგემოვნობაშიც ვერავინ დაგდებთ ბრალს.

image

5
1855
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1855
  
2019, 21 აგვისტო, 11:49
სამკაული ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს... ძალიან მიყვარს, დიდ ენერგიას მაძლევს. მადლობა ასეთი ინფორმაციისათვის
თუკი ოქრო ვერცხლს ეწინაამდეგება ენერგეტიკული თვალსაზრისით, მაშინ გამოდის რომ ყველამ სუფთა 999 ოქრო უნდა ატაროს, რადგან სხვა სინჯის ოქროში გახლავთ ვერცხლისა და სპილენძის შემცველობა. შესაბამისად ორგანიზმის დისბალანსის თავიდან ასაცილებლად ან ვერცხლი უნდა ვატაროთ ან 24 K ოქრო
2013, 29 სექტემბერი, 22:10
უფფ, სამკაულები ისე მიყვარს, თან ბევრი ერთად:D
2013, 29 სექტემბერი, 22:04
მართლა? მე კიდე ვერცხლს საერთოდ არ ვატარებ:) ენერგეტიკული ველების შესახებ ახლახანს გავიგე და ჩემთვისაც ახალი იყო. ისე კი ყველაფერი გემოვნებაზე დამოკიდებული, რაც მოგწონს და რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს ის არის საუკეთესო.
2013, 29 სექტემბერი, 19:14
საინტერესო მოსაზრებაა, არადა ხშირად ვატარებ ერთად:) ისე დისკომფორტი ნამდვილად არ მიგრძვნია.
0 1 5