x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით!
image


ნამდვილი ყველი - ეს არის რპდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ რძისგან ბაქტერიული დედოსა და ბუნებრივი ფერმენტების დამატებით. რეალურად ეს არის გაუმჯობესებული რძე, რომელშიც თითქმის აღარ არის დარჩენილი უსარგებლო რძის შაქარი - ლაქტოზა, მცირე რაოდენობით არის წყალი, სამაგიეროდ ბევრია ფასდაუდებელი ცილა და კალციუმი. მაგრამ ამ სასარგებლო პროდუქტს დღეს, ისევე, როგორც ყველა სხვა პროდუქტს, მარტივად აყალბებენ: რძის მაგივრად იყენებენ პალმის ზეთს, რძის ფხვნილს, სოიოს, სტაბილიზატორებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. შედეგად ვიღებთ პროდუქტს, რომელშიც არათუ არა არის სასარგებლო ნივთიერებები, არამედ ორგანიზმისთვის დამღუპველია. სამწუხაროდ ამგვარ ფალსიფიკატს არა მხოლოდ ბაზრობაზე ან მცირე მარკეტებში შეხვდებით, არამედ დიდ სუპერმარკეტებშიც. ამიტომ აუცილებელია ვოცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი და ყალბი პროდუქტი.


image

პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ფასს: შეუძლებელია ნამდვილი ყველი იაფი ღირდეს, რადგან 1 კგ. მაგარი სახეობის ყველის დამზადებას დაახლოებიტ 10 ლიტრი რძე სჭირდება!



ასევე უნდა დავაკვირდეთ ყველის ქერქს: მასზე არ უნდა იყოს არანაირი ნადები ან ბზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში არის საშიშროება იმისა, რომ ყველთან ერთად მავნე ბაქტერიებიც შევიძინოთ.

ერთგვაროვანი სტრუქტურა, თანაბარი სიმეტრიული ხვრელები - ეს ყველაფერი ხარისხიანი ყველის ნიშნებია. მაგრამ თუ ფალსიფიცირება საკმაოდ დახვეწილია, ყალბი ყველი გარეგნულადაც ნამდვილი ყველის მსგავსი იქნება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გარეგული მონაცემებით ნამდვილი და ყალბი ყველის გარჩევა მაინც შეუძლებელია.
image

თუმცა არსებობს ერთი ხერხი, რომელიც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება.

აღნიშნული ხერხით შემოწმება უნდა ჩატარდეს მაცივრიდან წინასწარ გამოღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გამთბარ ყველზე. მოხარეთ ყველის ნაჭერი ისე, რომ მართი კუთხე მიიღოთ. ყველი არ უნდა გადატყდეს მოხრის ადგილზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში ფალსიფიცირებული პროდუქტი გიჭირავთ!
image

უხარისხო ყველი ადვილად ტყდება და იფშვნება. ამგვარ ყველს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა და ფერი, თანაბარი და სიმეტრიული ნახვრეტები, მაგრამ ეს ყველაფერი მატყუარაა.


არის მეორე უკიდურესობაც - პალმის ზეთით გაჯერებული პროდუქტი ასევე შეიძლება პლასტილინივით იზილებოდეს ხელში - ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სიყალბესთან. იხილეთ ვიდეო, რომელზეც ნათლად არის ნაჩვენები აღნიშნული პროცესი:






ისეთი უხარისხო ცხიმი, როგორიც პალიმის ზეთია, იწვევს სისხლძარღვების დახშობას, ხელს უშლის საჭმლის მონელებას, იწვევს სიმსუქნეს და არავითარი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის.


ასევე გაითვალისწინეთ:

1. აუცილებლად შეამოწმეთ ეს პროდუქტები შეძენისას - წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც ჩინეთიდან გველის!

image

2. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შოკოლადი ყალბისგან

image

3. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი კაკაო ყალბისგან

image

4. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა უხარისხოსგან

image

5. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი რძე ფალსიფიცირებულისგან

image

6. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი მაკარონი უხარისხოსგან

image


7. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - გაითვალისწინეთ!

image

8. თეთრი კვერციხი ჯობია თუ ყავისფერი? - ეს ბევრმა არ იცის!

image

0
38696
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
38696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0