x
image
natia.a
როგორ განვასხვავოთ ნატურალური კაკაო ხელოვნურისგან - გაითვალისწინეთ ეს 6 ნიშანი!
image
კაკაოს დამსახურებულად უწოდებენ ღმერთების სასმელს, რადგან შეუძლია ადამიანს სიმშვიდე მიანიჭოს, ხასიათი გაუუმჯობესოს და შინაგანი ძალით აღავსოს. ოლმეკები, ცენტრალური ამერიკის ინდიელები პირველები, იყვნენ, რომლებმაც ამ არომატული სასმელის მომზადება დაიწყეს და უწოდეს მას "kakawa".
image

ინდიელები სრესდნენ კაკაოს მარცვლებს, ურევდნენ წყალსა და სანელებლებში და იმისათვის, რომ უფრო ნოყიერი გამოსულიყო, ამატებდნენ სიმინდის ფქვილს. სასმელი სქელი და საკმაოდ მწარე გამოდიოდა. ევროპელებმა კი, რომლებმაც ახალი პროდუქტი კოლუმბის წყალობით გაიცნეს, შაქრის, რძისა და ნაღების დამატება დაიწყეს.
image

მიუხედავად იმისა, კაკაოს მომზადების რომელ რეცეპტს აირჩევთ, მთავარია არ შეცდეთ თავად კაკაოს ფხვნილის არჩევაში, რადგან მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს შეუძლია ადამიანის ორგანიზმს სარგებელი მოუტანოს.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კაკაო სისხლში ანტიოქსიდანტების დონეს ამაღლებს, ახდენს წნევისა და გულის რიტმის სტაბილიზებას, ამსუბუქებს ხველას, ხელს უშლის კარიესის განვითარებას და, რაღა თქმა უნდა, ამაღლებს განწყობას.

როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი


image

1. პირველ რიგში, შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა, რომ კაკაო არაალკალიზებულია, ანუ არ არის ქიმიურად დამუშავებული ფერისა და არომატის გასაძლიერებლად, რაც სრულიად ანეიტრალებს პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. ალკალიზებული (პრეპარირებული) ფხვნილი გაცილებით იაფია, თუმცა საკონდიტრო ნაწარმისთვის გამოსადეგი.


2. ხსნადი კაკაოს სასმელებს არაფერი აქვს საერთო ნატურალურ კაკაოსთან, ამიტომ უმჯობესია მათზე საერთოდ უარის თქმა.


3. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხიმის მასობრივი წილი — 15 %, რაც მიუთითებს კაკაოს ზეთის - პროდუქტში ყველაზე ძვირფასი კომპონენტის არსებობაზე.
image

4. ხარისხიან კაკოს ფხვნილს აქვს ძლიერი ფერი, ძლიერი შოკოლადის არომატი და მომწარო გემო.



5. ფხვნილის სტრუქტურა ერთგვაროვანი უნდა იყოს: პუდრისებური, გოროხების გარეშე.


6. ხარისხიანი კაკაოს გარჩევა შეიძლება მარტივი ხერხით: თუ კაკაოს ფხვნილს თითებს შორის გავსრესთ, თითებზე დარჩება ცხიმიანი ყავისფერი ნადები.



შეგიძლიათ ასევე იხილოთ:


რა განსხვავებაა ყავის ამ ორ სახეობას შორის და როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა - გაითვალისწინეთ!


რომელი ხსნადი ყავაა ყველაზე უკეთესი - ექსპერტიზის შედეგები


რძე - როგორ აყალბებენ და როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებულია თუ არა!


საზიანოა თუ არა პაკეტის ჩაი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას


როგორ ავარჩიოთ სწორად მაკარონი - ეს ბევრმა არ იცის!










0
4751
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0