x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116294
  • ვიდეო:353084
  • სურათი:490147
იცით ამ ორი წიწიბურადან რომელი და როდის არის ნამდვილად სასარგებლო - გაგიკვირდებათ!

image
წიწიბურას "ბურღულეულის დედოფალს" უწოდებენ, რაც სრულიად გამართლებულია, რადგან დიდი რაოდენობით მინერალებს, ვიტამინებსა და სრულფასოვან ცილას შეიცავს. წიწიბურა შეიძლება იყოს ორთქლზე დამუშავებული ან მწვანე. ღია მწვანე შეფერილობა მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტს არ გაუვლია თერმული დამუშავება და, შესაბამისად, ჩანასახში შენარჩუნებულია სასიცოცხლო კომპონენტები, რასაც ვერ ვიტყვით ჩვეულებრივ ყავისფერ წიწიბურაზე.

"ცოცხალი" წიწიბურა სულ უფრო პოპულარული ხდება ჯანმრთელი კვების მიმდევრებს შორის. იმისათვის, რომ მწვანე წიწიბურას სასარგებლო თვისებები მთელი ძალით გამოვლინდეს, საჭიროა მიღებამდე წიწიბურა "ამოვიყვანოთ".

image
წიწიბურას "ამოსაყვანად" დაგჭირდებათ შუშის, ფაიფურის ან ემალის ჭურჭელი, მწვანე წიწიბურა, წყალი და მარლა.

თავდაპირველად წიწიბურა რამდენჯერმე უნდა გაირეცხოს: დავასხათ წყალი, მოვაშოროთ წყლის ზედაპირზე ემოტივტივებული მინარევები და ნაგავი. გავიმეოროთ ეს რამდენჯერმე.


image
მოათავსეთ წიწიბურა ჯამში: წიწიბურას ფენა არ უნდა იყოს 2 სმ-ზე მეტი. დაასხით წყალი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. დატოვეთ დასალბობად 2-3 საათი.

შემდეგ გადაღვარეთ წყალი და ისევ გარეცხეთ ბურღული. უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ცხაურას, თუმცა შეგიძლიათ იმავე ჭურჭელშიც გარეცხოთ, რომელშიც ალბობთ.


image
გარეცხილ წიწიბურას თავზე დააფარეთ სველი მარლა, რათა ბურღული არ გამოშრეს, ჭურჭელს კი დაახურეთ თავი ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს. დადეთ ამოსასვლელად ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას. წიწიბურა უნდა ამოვიდეს დაახლოებით 0, 3-2 სმ-მდე, რისთვისაც, ჩვეულებრივ, საჭიროა ორი დღე-ღამე. როცა ბურღული ამოსვლას დაიწყებს ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ პროდუქტმა თავისი სასარგებლო თვისებები სრულად აღიდგინა. ამიტომ უკვე 15 საათის შემდეგაც კი გაღვივებული წიწიბურას საკვებად მოხმარება შეიძლება.

image
გაღვივებული მწვანე წიწიბურას სასარგებლო თვისებები

ეს პროდუქტი აღიარებულა ანტიოქსიდანტების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ. ანტიოქსიდანტები კი, როგორც ცნობია, ამაღლებს იმუნიტეტს და აჩერებს დაბერების პროცესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბრინჯთან შედარებით, რომელიც, ასევე ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, გაღვივებულ წიწიბურაში ანტიოქსიდანტების რაოდენობა 76-ჯერ მაღალია.


image

ამგვარი წიწიბურა სასარგებლოა ჭარბი წონის დროსაც: არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და შეიცავს ცილებსა და ნახშირწყლებს, რომლებიც ადვილად შეითვისება.

image
გაღვივეულ წიწიბურაში არსებული ორგანული მჟავები აწესრიგებს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ნაწლავის მოქმედებას.

image
აღნიშნულ პროდუქტში შედის ძალიან მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას.

გაღვივებული წიწიბურა შეიცავს ასევე ვიტამინ Е-სა და В ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, ჰემოგლობინის სითეზისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. Е ვიტამინი საჭიროა ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

image
გაღვივებული წიწიბურას შენახვა შეიძლება არაუმეტეს 2 დღისა. იგი შეგიძლიათ მიირთვათ სხვა გაღვივებულ ბურღულეულთან ერთად, ასევე ბოსტნეულის სალათებში, ფაფებში, სუპებში და რძემჟავა პროდუქტებთან ერთად.

ასევე საინტერესოა:

1. შავ პილპილში ამას თუ შეამჩნევთ აუცილებლად გადაყარეთ! - გაფრთხილდით!
image
2. ჭარხლის შესახებ ეს ბევრმა არ იცის!- რას შეიცავს სინამდვილეში ეს უნიკალური ბოსტნეული
image
3. გაფრთხილება ქალებს! არ მიირთვათ ქათმის ეს ნაწილი! - ეს ძალიან სახიფათოა!
image
4. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!
image
5. ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც ბევრი რამ არ გსმენიათ!
image

0
12171
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0