x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც ბევრი რამ არ გსმენიათ!
image

ლობიოს ჩვენს რაციონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და დღეს ძნელი დასაჯერებელიც კი არის, რომ ეს პარკოსანი მცენარე, რომლის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ამერიკაა, საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში შემოვიდა.


image

საკვებად ვიყენებთ როგორც მწვანე, პარკიან ლობიოს, ასევე მწიფე და გამხმარ მარცვალს. საქართველოში ლობიო, მოხმარების მხრივ, მთავარი პარკოსანი მცენარეა. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ლობიოს საგემოვნო თვისებების გარდა, უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს. სწორედ ამაზე გესაუბრებით ქვემოთ.

ჩვეულებრივი ლობიოს მარცვალი შეიცავს მაღალკალორიულ ნივთიერებებს: ცილებს, მინერალურ მარილებს, ამინომჟავებს, ორგაულ მჟავებს, ასევე ვიტამინებს: ასკორბინის მჟავას, ტიამინს, კაროტინს, ნიკოტინისა და პანტოტენის მჟავას, სიტოსტერონებს, სტიგმასტერინს, ფლავონოიდებს, ლიკოანტოციანებს.

ლობიოს კონსერვირების დროს, ასკორბინის მჟავისა და კაროტინის რაოდენობა მცირდება, ნიკოტინის მჟავის რაოდენობა კი, პირიქით, იზრდება.

სპილენძისა და თუთიის შემცველობით ლობიო ძალიან ბევრ ბოსტნეულს უსწრებს. ხოლო ცილის შემცველობით, აღნიშნული პარკოსანი ცხოველურ ცილებს უახლოვდება, ამიტომ ორგანიზმის მიერ კარგად ათვისებადია.

ლობიოს სამკურნალო თვისებები


image

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიან დიაბეტის, რევმატიზმის, თირკმლების დაავადებების, პანკრეასის და სხვა დაავადებების დროს.

დიეტურ კვებას, რომელშიც ლობიოა ჩართული, იყენებენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების მკურნალობისას, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. სასარგებლოა ლობიოს მიღება ქრონიკული რევმატოიდული ართრიტებისა და პოდაგრას დროს. ლობიოს პარკები მდიდარია არგინინით, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინის მსგავს გავლენას ახდენს.



image

ლობიოს პარკის ნახარშს იყენებენ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ლობიოს პარკის ექსტრაქტი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს. იგი ინიშნება 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ. კარგად მოქმედებს ასევე ლობიოს პარკის ნახარში: 100 გრამ პარკს დავასხამთ 1 ლ. წყალს და ვადუღებთ 500 მლ-მდე ჩამოსვლამდე. მიღებული ნახარში უნდა დაილიოს მთელი დღის მანძილზე. თუმცა ამგვარი მეთოდით მკურნალობა შეიძლება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს, ხანშიშესულ ასაკში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე აუცილებელ პირობად ითვლება დიაბეტისთვის ჩვეულ დიეტაზე ყოფნა.


image

ლობიოს კერძები (განსაუთრებით პიურეს ფორმით) სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულის მოქმედების რიტმის დარღვევისა და გასტრიტის დროს. ლობიოს გააჩნია გამწმენდი და შარდმდენი თვისება. შარდმდენ ეფექტს ახდენს, ძირითადად მწვანე ლობიოს პარკი. ლობიო, განსაკუთრებით თეთრი ჯიშები, დიდხანს გადამუშავდება და ქმნის სქელ მასას, არბილებს სარძევე ჯირკვლებსა და ფილტვებს.


image

ლობიოს კარგი დიეტური თვისებების გააჩნია, რის გამოც გამოიყენება დიეტურ კვებაში კუჭ-ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს და გულის უკმარისობისას. აღნიშნულ პროდუქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედებაც და მისი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ითვლება, რომ ლობიო ასევე ძალიან სასარგებლოა კბილებისთვისაც. ლობიოს რეგულარული მოხმარება ხელს უშლის კბილბზე ნადების წარმოქმნას, რაც აიხსნება ამ პროდუქტის ანტიბაქტერიული მოქმედებით.

ლობიოს კერძები სასარგებლოა ტუბერკულოზის დროსაც.

ლობიოს მარცვლების ან მარცვლიანი პარკის ნახარში რეკომენდებულია, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის ან გულის უკმარისობის ნიადაგზე წარმოქმნილი შეშუპების დროს.

ლობიოს გააჩნია ანტიმიკრობული თვისებაც და ეფექტურია ღვიძლის ანთებითი პროცესების დროს.
image

სასარგებლოა ასევე ჰიპერტონიის, ქრონიკული ტევმატიზმის, შარდში კენჭების წარმოქმნის დროს. აღნიშნულ პროდუქტს აქვს ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება და გამოიყენებ კანის დაავადებების დროს. ლობიოს მარცვლების ფქვილით მკურნალობენ მსუბუქ ან საშუალო ხარისხის დამწვრობებსა და ჭრილობებს.


ლობიო კოსმეტიკური მიზნითაც გამოიყენება. მოხარშული ლობიოს მარცვლები დასრისეთ, აურიეთ ზეთი და ლიმნის წვენი და დაიდეთ სახეზე: ამგვარი ნიღაბი კვებავს კანს საჭირო ელემენტებით, აჯანსარებს მას, გლუვსა და ელასტიკურს ხდის, აშორებს ნაოჭებს.

ლობიოს მავნე თვისებები

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, ლობიოსაც, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს, გააცნია უარყოფითი მხარეც.

ლობიოს ზიანის მოტანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ საკვებად გამოვიყენებთ უმ მარცვლებს. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებას, რომლებიც ხელს უშლის საჭმლის მონელებელის ორანოების მუშაობას, შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ნაწლავის ლორწო და, ზოგ შემთხვევაში, გამოიწვიოს მოწამვლა. აღნიშნული მავნე ნივთიერებები სრულიად იკარგება ლობიოს მოხარშვის დროს.

ლობიოს მიღება არ არის რეკომენდებული ხანშიშესული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, წყლული, ქოლეცისტიტი და კოლიტი აწუხებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ლობიოს მოხმარება მეტეორიზმს იწვევს, მაგრამ ამ გვერდითი ეფექტის შემცირება შეიძლება, თუ აღნიშნულ პროდუქტს წინასწარ, რამდენიმე საათით ჩავალბობთ სოდიან წყალში. ამას გარდა, რეკომენდებულია ლობიოსთან ერთად გამოვიყენოთ სანელებლები, რომლებიც აირწარმოქმნას ამცირებს, მაგალითად, კამა. სხვათა შორის, გასათვალისწინებელია, რომ თეთრი ლობიო გაცილებით ნაკლები ხარისხით იწვევს მეტეორიზმს, ვიდრე წითელი.


ასევე საინტერესოა:


1. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს

image


2. ფრთხილად მზესუმზირაა! ანუ როდის მივირთვათ და როდის არა "სემიჩკა"

image3. რატომ არ უნდა მივირთვათ მანის ფაფა - ეს ბევრმა არ იცის!
image

4. რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

5. გოგლი-მოგლი: წამალი თუ საწამლავი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image



1
20262
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
20262
  
გამარჯობა ,გთხოვთ ინფორმაცის წყარო მიუთითეთ ,:)
0 1 1