x
image
natia.a
რატომ არ უნდა მივირთვათ მანის ფაფა - ეს ბევრმა არ იცის!

მანის ფაფა - ეს ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი 100%-ით ითვისებს. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ მანი წარმოადგენს ძალიან წმინდად დაღერილ ხორბალს: ღერღილის საშუალო დიამეტრი 0, 25-დან 0, 75 მმ-მდე მერყეობს.
image

ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მანანის ბურღულში სახამებელი 70%-ია, ცილა - 10%, ცხიმი - 1%, წყალი - 14%, ბოჭკოვანა - – 3, 6%, ნახშირწყლები – 71%.

ამას გარდა მანი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს, თუთიას, და В, РР, Е ჯგუფის ვიტამინებს. ბოჭკოვანას მცირე და სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობა ხელს უწყობს მანანის გლიკემიური ინდექცის ამაღლებას 65 ერთეულემდე.


image

მანანის ფაფა ბევრი სამკურნალო დიეტის მენიუში შედის: გამოიყენება უმეტესად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროს, დასუსტებულ და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებში. მანი წმენდს ნაწლავებს, გამოაქვს ცხიმი, ტოქსინები და ლორწო. საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მანის ფაფა ხსნის სპაზმს და ანელებს ტკივილს.

ნაწლავზე არსებულ მიკროსკოპულ ბზარებზე მანანი შემახორცებელ ეფექტს ახდენს, ამიტომ ძალიან ხშირად უნიშნავენ მას წყლულით, გასტრიტით და კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიებით დაავადებულებს.

დასუსტებულ ადამიანებს მანი ძალას მატებთ, აქვეითებს კუჭზე ზეწოლას, ხოლო მათ, ვისაც მცირე წონა აქვთ, ეხმარება მომატებაში.

შესაძლოა, უცნაურადაც ჩანდეს, მაგრამ მანი ცხიმების დაწვაშიც გვეხმარება. გასახდომად წყალზე მომზადებული მანი უნდა მიირთვათ 3-ჯერ დღეში (ცხადია, შაქრისა და ცხიმის გარეშე). დილით შეიძლება ხილიც დაამატოთ.

მანის ფაფა ნაჩვენებია ასევე თირკმლის უკმარისობისა და თირკმლის სხვა დაავადებების დროს, როცა პაციენტის რაციონიდან ამოღებულია ცილები.

ხანშიშესულ ადამიანებში მანანის ბურღული ნაწლავში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენისა და სისხლის უჯრედების დემინერალიზების პროფილაქტიკას ახდენს.

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიიშნავს იმას, რომ მანი ცალსახად სასარგებლო პროდუქტია, უფრო პირიქით!
image

მანანის ბურღულს ძალიან ბევრი მინუსი აქვს:

მანი ხდება ყაბზობის მიზეზი, რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით წებოვანა და მინიმალური რაოდენობით ბოჭკოვანაა, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე.

ბევრ ადამიანს აქვს ალერგია გლუტნზე, იგივე წებოვანაზე, რომლითაც მანი ასეთი მდიდარია, ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის მანანის მიღება დაუშვებელია.

image
მანანის ბურღული ეს არის ყველაზე წმინდად დაღერღილი ხორბალი. ამგვარი დაღერღვის პროცესში მარცვალი კარგავს მთელ თავის ძირითად სასარგებლო ნივთიერებეს და რჩება მხოლო კალორიები. ამიტომ მანანი, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, არც ისე სასარგებლოა.

მოხარშული მანანის ბურღული მოხარშული ფქვილის ანალოგია და კალორიულობაც შესაბამისი აქვს. წონაში მატებისგან თავის დასაღწევად, ამ პროდუქტის მოყვარულებმა მანი წყალზე უნდა მოამზადონ, ყოველგვარი შაქრისა და ცხიმის გარეშე.

სახამებელი, რომელსაც მანი შეიცავს უკიდურესად ნეგატიურად აისახება ასთმითა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებით დაავადებულთა ჯანმრთელობაზე. როგორც ექმები ამბობენ, მანანის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ტენიანობის ადგილებში, სადაც ფილტვებზე ზეწოლა ისედაც საკმაოდ დიდია.

იმის გამო, რომ მანანის ბურღული შეიცავს ფიტინს - კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის უხსნად წარმონაქმნს, ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისება ძნელდება. ვითარდება ამ ელემენტის ქრონიკული დეფიციტი, რასაც შედეგად მოჰყვება იმუნიტეტის დაქვეითება და ნერვული სისტემის მოშლა და გულის კუნთის მუშაობის შეფერხება. ბავშვებში კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და რაქიტი.

image
თხევადი მანის ფაფა კატეგორიულად არ გამოდგება პატარა ბავშვების რაციონში. მასში არ არის საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მიკროელემენტები. ამასთან მანის ფაფამ ბავშვებში ჭარბი წონის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს.

არ არის სასურველი მანანის გამოყენება არც ორსულ ქალებში. საქმე ის არის, რომ მანი ხელს უშლის რკინის შეთვისებას, რკინა კი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, რომელიც ორსული ქალის რაციონში უნდა ფიგურირებდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მანი ძალიან დიდი რაოდენობით წებოვანას შეიცავს, პედიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს პროდუქტი არ არის ბავშვებისთვის სასარგებლო. წლამდე ბავშვებისთვის იყო საერთოდ უკუნაჩვენებია.

სხვა მარცვლეულებთან შედარებით მანანის ბურღული საკმაოდ ღარიბია ვიტამინებითა და მინერალებით. მის შემადგენლობაში არსებული გლუტენი კი ცუდად მოქმედებს ბავშვის საჭლის მომნელებელი ტრაქტის კედლებზე და აზიანებს თხელ ნაწლავს. წლამდე ბავშვებში მანის ფაფამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ყაბზობა ან პირიქით, დიარეა.

თუმცა, თუ ბავშვს ძალიან უყვარს ეს პროდუქტი, რაციონიდან მანის კატეგორიულად ამოღება არ არის აუცილებელი. სასკოლო ასაკის ბავშვებს ზოგჯერ შეუძლიათ მანი მიირთვან დილით, რაციონის მრავალფეროვნებისთვის.

image



4
21262
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
21262
  
2017, 18 იანვარი, 21:11
რეებს ბოდავთ მთელი ბავშვობა მანით გავიზარდე და არაფერი დამმართნია ისეთი ჯანმრთელი ვარ და აქ რეებს ატყუებთ ხალხს ტო, თფუიიიი
2015, 2 ოქტომბერი, 18:39
ბავშვებს კი არა, მეც ძალიან მიყვარს :)
2015, 2 ოქტომბერი, 14:08
მეც ყოველთვის ვცდილობ სხვა ფაფები მოვუმზადო, თუმცა მანი მაინც ყველაზე მეტად უყვართ:(
2015, 2 ოქტომბერი, 13:03
პედიატრები რომ კრძალავდნენ ვიცოდი და არ მიმიცია შვილისთვის, თუმცა ასე დაწვრილებით ეხლა გავიგე ნათი, გაიხარე შენ მუდამ სასარგებლო სტატიებისთვის.
0 1 4