რჩევები როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) და როგორი უნდა იყოს იარლიყი - ეს ბევრმა არ იცის! 2016, 4 ნოემბერი, 12:06 ![]() თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საკმაოდ კარგად იქნას იმიტირებული ბუნებრივი ტყავის არა მხოლოდ სტრუქტურა, არამედ სუნიც კი. ამიტომ ძალიან ხშირად, გაუთვიცნობიერებელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელია ხდება ნამდვილი ტყავის ხელოვნურისგან განსხვავება და იძულებულია გამყიდველის "პატიოსან" სიტყვას ან მაღაზიის პრესტიჟს ენდოს. თუმცა არც ერთი მათგანი, ხშირად, სანდო არ არის. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც დაგეხმარებათ მაღაზიაშივე (!) გაარჩიოთ ერთმანეთისგან ხელოვნური და ბუნებრივი ტყავის ნაწარმი. ![]() ბუნებრივი ტყავი შეხების შედეგად მალე გათბება, ოღონდ დარჩება მშრალი. ტყავის შემცვლელი კი გათბება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ხელზე კი ამ დროს ოდნავ სისველეს იგრძნობთ. 2. სისქე და კიდეები ბუნებრივ ტყავი, ჩვეულებრივ ტყავის შემცვლელზე უფრო სქელია და აქვს უფრო მომრგვალებული და უხეში კიდეები. ხელოვნურ მასალას კი გლუვი და თანაბარი კიდეები აქვს. 3. ელასტიურობა ![]() 4. ფერი დაჭერის, გაწელვისა თუ მოხრის დროს ბუნებრივი ტყავი არ იცვლის ფერს. ხელოვნურმა კი შეიძლება შეფერილობა შეიცვალოს. 5. სუნი ხელოვნურ ტყავს შეიძლება მკვეთრი ქიმიური სუნი ჰქონდეს. თუმცა დღეს უკვე ამ კრიტერიუმს ვეღარ ვენდობით, რადგან არსებობს სპეციალური ტყავის არომატიზატორები. 6. ფორები ხელოვნური ტყავის ფორები ერთნაირი სიღრმისა და ფორმისაა, ნატურალურისა კი არათანაბრადაა გადანაწილებული. 7. საფუძველი ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე ჭრების ადგილებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ დიდი რაოდენობით ერთმანეთში გადახლართულ ბოჭკოებს. თუ ამგვარი ბოჭკოები არ არის და მათ მაგივრად ქსოვილი ან სხვა მასალაა, საქმე ტყავის შემცვლელთან გვქონია. ![]() ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქციაზე ადებს იმ მასალის ნიმუშს, რომლისგანაც არის შექმნილი. ჩვეულებრივი რომბის ფორმის იარლიყი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ტყავის შემცვლელთან, ფიგურული ფორმის იარლიყი კი ბუნებრივ ტყავზე მიუთითებს. ![]() genuine leather (ინგლ.), vera pelle (იტალ.), cuir (ფრ.), echtleder (გერმ). ![]() 15047 15-ს მოსწონს
|