x
image
ციცი
Mediator image
ვალერიან ხაბურძანია-"მთელი ოდესა სანდრას ვგულშემატკივრობდით არჩევნებში და ვერ გაიმარჯვაო"
image
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია სოციალურ ქსელში ერთ ოდესელთან ვახშმობის შესახებ წერს, რომელსაც ბატონ ვალერიანისთვის უთქვამს მიზეზი, თუ რატომ გულშემატკივრობდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცოლს, სანდრა რულოვს არჩევნებში:


"გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე. დანანებით მითხრა, მთელი ოდესა მიშას ცოლს სანდრას ვგულშემატკივრობდით არჩევნებში და ვერ გაიმარჯვაო(ოდესის ტელევიზიები მორბენალი სტრიქონებით გადმოსცემდნენ თურმე არჩევნების შედეგებს). მე ვკითხე ასე გიჟდებით სააკაშვილზე რომ საქართველოშიც მაგის პარტიას უჭერდით მხასმეთქი? არა ვერ მიხვდიო, მიშამ თქვა თუ ჩემი ცოლი (ალბათ პარტია) გაიმარჯვებს, საქართველოში მივდივარო და მეტი უკეთესი გზა მაგის მოცილების როდის გამოჩნდებაო."

კომენტარებში ვალერი ხაბურძანიას გაზეთი "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაუპირისპირდა:

ელისო კილაძე-"ოდესელებსაც იცნობთ?"


ხაბურძანია ვალერიან-"მოსკოვში იყო ჩამოსული ჩემს მეგობართან. ასე რომ ჩემი ოდესაში ჩასვლა და ლორთქიფანიძესთან შეხვედრა ბოლო დროის ყველაზე სულელური ჭორია..."

დარეჯან ლიპარტელიანი-"პოლონელთან რომ ივახშმო ადამიანმა, პოლონეთში ჩასვლაა აუცილებელი?... მორბენალი სტრიქონი ხომ მიშას ხელწერააა, ოდესელებს რაში აინტერესებდათ მაგის ცოლის ან ნაციონალების არჩევნების შედეგები? მიშა აბა რის მიშაა, მსგავსი სისულელეები თუ არ აკეთა?"imageimage

0
528
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0