x
image
ციცი
Mediator image
"აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!"-ალექსი პეტრიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა.
image
ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილმა, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივნმა პარტია დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა მისმა პარტიამ.

ამის შესახებ მან სოციალური ქსელით "ფეისბუქით" განაცხადა. სტატუსში იგი პირველ რიგში მადლობას უხდის ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მას მხარს უჭერდა. მაგრამ იგი მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ტოვებს, ქვეყანაზე ზრუნვას ისევ გააგრძელებს, მხოლოდ სხვა რანგსა და დარგში:

"მოგესალმებით მეგობრებო!
პირველში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში!
დღეიდან აღარ ვარ პარტიული
და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........
სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას)
აბა დროებით!
პატივისცემით,
უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!"

კომენტარებში თვლიან რომ ბუკას სახით საჭირო ხალხი დააკლდა პარლამაენტს, ზოგი კი თვლის რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო:


"თქვენი სახით საჭირო ხალხი დააკლდა პარლამენტს, ახლა გვიანია მაგრამ თქვენ და რესპუბიკელები ერთიანი ბლოკით უნდა გამოსულიყავით, მთელი ქვეყანა ხვდებოდა ამას თქვენს გარდა..."


" წარმატებები ბუკა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია თქვენი პარტიიდან თუნდაც დროებითი შესვენება ."

"ქვეყანაზე ზრუნვა მხოლოდ დეპუტატების პრეროგატივა და ვალი არ არის! წარმატებებს გისურვებთ ნებისმიერ სფეროში!"

"დიახ, ქვეყანაზე ზრუნვა მხოლოდ დეპუტატების პრეროგატივა და ვალი არ არის! წარმატებებს გისურვებთ ნებისმიერ სფეროში!"

"ძალიანაც კარგი... ტაქტიკის გარეშე მებრძოლი ლიდერი არაფერია ქვეყნისთვის... ირაკლის პატივს ვცემდი, მაგრამ ყველა ლიდერის დედაც! არ გაერთიანდნენ და ამიტომ! თავი უკვე პრეზიდენტი ეგონა! შტაბი კი არ გახსნა ასპინძაში და მე რომელ უბანზეც ვიყავი 17 ხმა მიიღო."

imageimage

0
217
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0