x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი კახა კალაძეს-"შენ რაღა დაგემართა კახი... თეა ამაყად შეგიძლია სარკეში ჩაიხედო..."

image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, გიორგი გაბუნიას გადაცემაში "არჩევანი", ქართული ოცნება იყო მიწვეული. გადაცემის მსვლელობისას ცხარე კამათი გაიმართა ჟურნალისტ თეა ადეიშვილსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და"ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძეს შორის, 13 ივნისის სტიქიის გარშემო დასმული შეკითხვების გამო, რა დროსაც კახა კალაძემ ჟურნალისტის მიმართ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "ნახეთ რას დაემსგავსეთ, მოიტანეთ სარკე ჩაახედეთ ერთი, რა დღეში არის, სირცხვილია უბრალოდ ქალბატონი ბრძანდებით ბოლო-ბოლო."


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამ სიტყვების გამო კახა კალაძეს სოციალური ქსელით მიმართავს:

"შენ რაღა დაგემართა კახი. შენ მაინც იცოდი, რომ ქალებს არ ეუბნებიან სარკეში ჩაიხედე რას გევხარო?! როგორ მოახერხე მანანა კობახიძის და ბესელიას ამომრჩევლის აპლოდისმენტების დამსახურება ამ მილანელმა და ჯიგარმა ბიჭმა, რომელსაც კი გაგიტრაკეთ ორი ავტოგოლით, მაგრამ ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშე. მეგონა ქოცებისგან ბევრი რამით განსხვავდებოდი ....! და მინდა მეგონოს კიდეც.. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნეგატიურ კონტექსტში გახსენებს ბოლო პერიოდია, შენგან გამიკვირდა
გუშინდელი ეთერი. კვირიკაშვილი ასე არ მოიქცეოდა და მაგიტომაც არ იდგა სტუდიაში.
მთავრობები მიდიან, მოდიან, გარბიან, ზიან.... ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ქვეყანაა და მასში ერთად ცხოვრება არავის არ უნდა გაგვიტყდეს!
თეა ამაყად შეგიძლია სარკეში ჩაიხედო. შეიძლება არ ხარ 90-60-90 პარამეტრების, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. სარკე ხანდახან შინაგან სილამაზესაც აჩვენებს და მაგ ნაწილში უნაკლო ხარ..."
image

0
484
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0