საქართველო "უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი."-მიხეილ სააკაშვილი 2016, 19 სექტემბერი, 20:56 გიორგი ხაინდრავას ფილმის "HEROკრატია 9+1"-ის ჩვენება 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში დაიწო. ფილმი გადაღებულია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლიან პერიოდზე და საკმაოდ მძიმე კადრებს შეიცავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტს აზიარებს, რომელიც ფილმის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს: "ისა და, 38 მილიონს რომ დახარჯავ, გოგა ხაინდრავას ანდობ, ხეროკრატიას გადააღებინებ, როგორც მთავარ საარჩევნო ბომბს და ის ხეროკრატია 5-6% რომ წერს, ანუ ასე 2-3ჯერ მეტს, ვიდრე ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება რუსთავი 2-ის ეთერში, ხომ უნდა თქვა ბოლოს და გამოთქმით: "იმიტომ რომ მე ვარ დებილი, ესაა ჩემი კომენტარი"..." აი, რა სტატუსს აქვეყნებს ექს-პრეზიდენტი ამ ფილმთან დაკავშირებით სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე: "უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა. ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო." 180 2-ს მოსწონს
|