შოუბიზნესი "დაგვხვდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით..."-შალვა რამიშვილი-"ეს ქალი ცრუ დამსმენია და პროვოკატორი." 2016, 17 სექტემბერი, 19:55
"მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი "აკრედიტაციის გარეშეს" შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია. გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხვდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები. მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი. პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუ დამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით, ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით გეტყვით." 252 1-ს მოსწონს
|