საქართველო "თავი ძალით შემამჩნევინეს... გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს... სახლთან უკვე შეიძლება ითქვას ალყაში ვიყავით..." 2016, 16 სექტემბერი, 8:54
"დილა მშვიდობის საქართველო. გუშინ საღამოს ამ სამ მეგობართან ერთად ვიყავი კაფეში. მათგან ორი თავდემების წევრია, ორიდან ერთ-ერთი კი ისნის მაჟორიტარი. ალბათ სხვა დროსაც მდევნიან, მაგრამ თავს არ მამჩნევინებენ, ან მე ვარ უყურადღებო. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, თავი ძალით შემამჩნევინეს, გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს. დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, გაგრძელებული დამშვიდობების საუბარში გართულებს, გამჭრიახი მზერით დაგვაკვირდნენ და მოშორებით დადგნენ იმ შავ მანქანასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოზე, გორში მიმავალ ირაკლის რომ მისდევდა. მოკლედ, სახლთან უკვე შეიძლება ითქვას, ალყაში ვიყავით. 351 1-ს მოსწონს
|