x
image
ერეკლე ცოცანიძე
იმედია ჰეროკრატიაში ჯალათებისთვის მისჯილი სასაცილო სასჯელებიც მოხვდა - ყოფილი პატიმრის მიმართვა გოგა ხაინდრავას.

imageბატონო გოგა, დღეს ვუსმინე თქვენს 20:30 -ს, ჰრეოკრატიაზე საუბრობდით, თვალებში უყურებდით ქარტველ მაყურებელს და ამბობდით, რომ ბედუკაძე ერტი ჩვეულებრივი კონსულტანტია და მეტი არაფერი, და თურმე ასეთი ადამიანი ბევრი გყავდათ. ცრუობთ ბატონო გოგა, ვინ თუ არა მე ზუსტად ვიცი, რომ რომ არა ლადო და ის ადამიანები ვისაც ლადომ დაგაკავშირათ, ფილმის ის ნაწილი რომელიც ციხეს ეხებოდა, ასეთი რეალური არ გამოვიდოდა, თქვენ მე ციხეში დამაბრუნეთ და მოშუშებული ჭრილობები გამიხსენით, თვითოეული დარტყმა გამიახლდა, იმ კორპუსების დანახვაც კი მიმძიმს, რომელშიც ცხოვრების წელიწადნახევარი გავატარე, დამნაშავემ თუ უდანაშაულომ? ამ კითხვას პასუხი იმ საზოგადოებამ გასცა, რომელმაც ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან გამოსული თბილად მიმიღო. კარგად მახსოვს, ის დღე როცა ლადომ შემომთავაზა, ფილმის სცენარში ჩემი წვლილი, შემეტანა და "გლდანის პატიმრის დღიური" თქვენთვის მომეტანა, მეც ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს ისტორია, წაეკითხათ და პირველი პირისგან გაეგოთ, რა ხდებოდა იქ სადაც ქართული გენოფონდი ჰყავდათ წლების მანძილზე გამოკეტილი, გენოფონდი რომელთა უმეტესობაც არაფრის გამო აწამეს. ნურავინ დამწამებს პოლიტიკურ ანგაჟირებს და ვისაც მაინც მოუნდება ამის გაკეთება, ჩემს სიუჟეტებს გადახედოს და მიხვდება რომ ცდება, უბრალოდ ყოველთვის ამოვხეთქავ ხოლმე დაგროვილ სათქმელს. მე ისიც ვიცი რომ ბედუკაძე გმირი არაა, თუმცა ვტვლი რომ მართლაც რომ აეღო ფული კადრების გამოტანაში და მაშინაც ცრუობთ, როცა იძახით რომ, უკადრებოდაც იცვლებოდა ხელისუფლება, სწორედ ეს კადრები იყო რამაც, მაშინდელ ხელისუფლებას წერტილი დაუსვა. ახლაც იმ კადრებთ ცდილობთ ფავორიტი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას. უპრეცენდენტო პროექტიაო ამბობთ და გეთანხმებით, მაგრამ უფრო მაღალი რეიტინგი და ყურებადობა ექნებოდა არჩევნების შემდეგ რომ გამოსულიყო ეკრანებზე, მეც ვაკაბადონებ გამოსაშვებად ჩემს დღიურებს, მაგრამ ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ მოხდება. 2012 ში სწორედ ლადოს გამოტანილი ციხის კადრები, იყო ქართველი ხალხის ემოციური გადაწყვეტილების მიზეზი, თქვენ გინდათ ახლაც ემოციაზე მიიტანოთ იერიში, არადა ჩვენს საზოგადოებას, ყველაზე მეტად, გააზრებული და საუკეთესო საარჩევნო პროგრამის მქონე პარტიის მოყვანა სჭირდება ხელისუფლებაში, ასეთი კი მე მაგალითად დღეს არ მეგულება. და ბოლოს იმედია თქვენს ფილმში ის მეათე წელიც მოხვდება, როდესაც, უკვე დღევანდელმა ხელისფლებამ ციხის ჯალათებს სასაცილო და არაადეკვატური სასჯელები დაურიგა.

1
990
3-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
990
  
2016, 11 სექტემბერი, 15:15
არ გვეტკინა მანამდე არაფერი
0 1 1