x
image
ერეკლე ცოცანიძე
ყოფილი პატიმრის მიმართვა ეკა კვესიტაძეს - სად იყავი როცა გვემუქრებოდა ოფიცერი რომ დედებს მოგ.......ა თუ ხმა ამოვიღებდით.

image





სად იყავი მაშინ როცა ათი ათასობით ადამიანს, ყველანაირი საბუთის გარეშე აპატიმრებდნენ, სად იყავი როდესაც, 30 პატიმარი, 6 კაციან საკანში ცხოვრობდა, მაშინ სად იყავი როცა კარანტინის დაშლას ყოველ კვირა მინიმუმ სამი, ოთხი ადამიანი ეწირებოდა, როცა ისედაც ერთ ოთახში წლების მანძილზე დამწყვდეულ ადამიანებს რეზინის ხელთათმანებით და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლებით სცემდნენ, სადაც დილის რვიდან ღამის ათამდე, მხოლოდ წამოწოლაც კი კამერის "დანგრევით" ისჯებოდა. სად იყავი როცა სააკაშვილის მიერ "დამარცხებული", ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ყველა ფუფუნებით სარგებლობდნენ, როცა პატიმრებს აიძულებდნენ პრივილეგირებული პატიმრების ფეკალიები ეხვეტათ და მათთვის კამერება დაელაგებინათ. კონკრეტულად გითხრა? დამიძახე და გეტყვი. იმათ გვარებსაც გეტყვი ვინც აწამებდნენ, ზურა რუხაია და ალექსი თოლორდავა გეყოს იქნებ ამ ეტაპზე, მათ გვარებს კარგად იცნობს ყველა ვისაც გლდანთან შეხება ჰქონია. სად იყავი მაშინ როცა პატიმრებს თავზე რადიოს ამტვრევდნენ, რატომ არ სვავდი კითხვებს. ჰო კიდევ ქილერა და ოლეგა ფაცაცია არ დაგავიწყდეს, რომლებიც სისხლს სწოვდნენ პატიმრებს. რატომ არ სვავდი კითხვებს როცა სოზარ სუბარი პატიმრების წამებაზე ლაპარაკობდა. როცა ჩვენს კამერაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები აპირებდნენ შემოსვლას, როგორ გვემუქრებოდა ოფიცერი რომ დედებს მოგ.......ა თუ ხმა ამოვიღებდით. რამდენჯერ ვაჯობეთ ჩვენს სიამაყეს თვითოეულმა, რომ მათთვის ყელი არ გამოგვეჭრა და კიდევ უფრო არ დაგვემძიმებინა ჩვენი გაწამებული ოჯახების მდგომარეობა. ერთხელ მაინც რატომ არ დაინტერესდი სად მიდიან საპატიმროდან გამოსული ადამიანები, როგორ ახერხებენ საკუთარი თავის რესოციალიზაციას, იცი რომ ბევრი ამ ყველაფერს ეწირება, ცოცხლობენ მაგრამ საზოგადოებაში თავის ადგილს, მასაში დაგროვილი ბოღმის და არაადეკვატურობის გამო ვერ პოულობენ, ისინი ცოცხლები არიან მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ ადგილს ეძებენ. რომ არა ის, ოქტომბრის კადრები, ვერც ნაციონალების ის ნაწილი მიხვდებოდა თავის შეცდომებს რომელიც მიხვდა. რა იყო საკუთარი ტყავი დაგეწვა და უსამსახუროდ დარჩენის გეშინია?

4
3962
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
3962
  
2015, 1 ნოემბერი, 22:42
ვისი თქვენი? დააკონკრეტე
2015, 30 ოქტომბერი, 8:52
კვესიტაძეს რომ მოუსმენ და მერე ასეთ სტატიას წაიკითხავ, თეიმურაზ ხევისთავივით ტელესკოპში ხომ არ გაიხედავ? დაწერ რამე ემოციურს, უხეშად და არიქა, საზოგადოება სასტიკი გახდაო... კვესიტაძე-უტიაშვილებისნაირი ცინიკოსები რომ ,,ღაღადებენ სიმართლეს,, იმიტომ ვართ კარგად!
2015, 26 ოქტომბერი, 20:55
კვესიტაძე რომ შუბლზე ძარღვ გაწყვეტილია, ეგ არ ამართლებს ბედუკაძის დაფინანსებას ხალხის საწამებლად. საუკუნის სადისტის პრემიაზეა წარდგენილი თქვენი ხელისუფლებაში მომყვანი.
2015, 26 ოქტომბერი, 11:00
სად იყო და თავისი ქმრის გვერდით , რომელსაც შსს მაღალი თანამდებობა ეკავა ! შემოსვალს როგორ დააკლებდა ოჯახს
0 1 4