საზოგადოება მიმართვა ლალი ბადურაშვილს - როგორ არ გაგიჩერდათ გული როდესაც ბავშვები ასეთი ცივი და გაყინული თვალებით სიკვდილისთვის გაწირეთ 2015, 4 დეკემბერი, 10:28 მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი 3 დეკემბრის პროფილს საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მსახიობ ლალი ბადურაშვილს მამა პეტრე კოლხს და გადაცემის წამყვანას მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. "პროფილს ვუყურე ძალიან ცოტას. შემრცხვა. კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ლალის და ნინის ქართველობის ქართველი ვარ. ქალბატონო ლალი! ამბობთ, რომ ყველა ქვეყანამ საკუთარ მათხოვას მიხედოს და საზღვრები ჩაუკეტეთ ადამიანებს ვისაც საქართველოში მოწყალების მიზნით სურს შემოსვაო. როგორ ფიქრობთ. ემიგრანტები რომლებიც 24 საათი სხვა ქვეყნის მოხუცებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, გიჟებს და ჩკვიანებს უვლის და უთმენს, ემიგრანტები, რომლებიც წლები სხვის შვილებს უმღერიან იავნანას და საკუთარი თოთო შვილები ქმრის და ქმრის მეგობარი გოგოების ანაბარა ყავთ დატოვილი, ემიგრანტები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ტოვებენ ყველას და ყველაფერს აი ეს ემიგრანტები მოწყალებას არ იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან? აი ეს ემიგრანტები რომლებიც საკუთარმა ქვეყანამ ვერ შეიფარა და ვერ მიხედა ხომ ვერ მეტყვით საზღვრების ჩაკეტვით სად წავიდოდნენ ან როგორ აცოცხლებდნენ საკუთარ შვილებს? როგორ არ გაგიჩერდათ გული როდესაც ბავშვები ასეთი ცივი და გაყინული თვალებით სიკვდილისთვის გაწირეთ მარტო ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი სხვა ქვეყნის შვილები არიან. გაწირეთ თოთო ბავშვები და თქვენი შვილიშვილისხელა ახალგაზრდები სიკვდილისთვის მარტო იმიტომ, რომ აქაური კი არა იქაური პასპორტებიც კი არ გააჩნიათ საიდანაც წარმომავლობა აქვთ და სადაური სისხლიც უჩქეფთ. მამათქვენი რომელიც პირდიდან ლუკმას გაცლიდათ და გერმანელ ბავშვებს აჩმევდა, გერმანელებს რომლებიც მამათქვენს ტყვიას ესროდნენ. მაშინდელი შიმშილის გაბოროტება გჩირთ თუ თქვენც იმ გათამამებული ლაწირაკი ნინივით რამე შოკოლადი მიირთვით? დედას გაფიცებთ რას ჩამთ ასეთს? მამა პეტრესაც ვუსმინე და არ მჯერა. არ მჯერა, რომ ასეთი ბავშვებისთვის ეკლესია რამეს აკეთებდეს. არ მჯერა, რომ ბავშვები, რომლებიც უცნობი საფენებით 24 საათი მიწაზე წვანან და ძინავთ, ამ პატარებისთვის აკეთებდეს ეკლესია რამეს. სად ხართ მამაოები თქვენი სულიერი მრევლით, როცა დღეში ღმერთმა იცის რამდენი მცირეწლოვანი და სრულწლოვანი ახალგაზრდა შიმშილით, წყურვილით და ყინვით იღუპება? როცა 17 მაისს გამოცვივდით და ჩვეულებრივ უფლის შვილებს რომლებიც ცოცხალი ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ და საერთოდ ყველა, ურტყით და სულში აფურთხეთ. ათობით ახალგაზრდა, რომლებიც ეკლესიას მხარში დაუდგნენ და ტაბურეტკა ფართი მოოაწყვეთ და მოიცალეთ იმათთვის ვისაც ასეთი ცხოვრება აქვს არჩეული და თავს ძალიან კონფორტულად გრძნობენ ადიდეთ უფალი და ცოცხლად ჩამარხეთ ათობით ახალგაზრდა, რომლებსაც შეიძლება თქვენმა მამაოების და ზოგადად ეკლესიის ქადაგებამ და თანატოლების მხარში დგომამ სწორ გზაზე დააყენოთ, ფეხზე დადექით და ააწრიალეთ მთელი ერი მარტო იმიტომ, რომ სხვის გადაწყვეტილებას აგრესიით და მუშტით გასწორებოდით. გიფიქრიათ ოდესმე, რომ იმ წუთებში, როდესაც ეკლესია დაცემულ საზოგადოებას წიხლით დგებოდა რამდენი ბავშვი მოზარდი და მოხუცი დაიღუპა? გიფიქრიათ იმაზე, რომ ახლა როდესაც ამ პოსტს ვწერ და ვიცი არასდროს წაიკითხავთ რადგან მე ხო ერთი უღმერთო მაგდა ვარ, რომელმაც ღმერთს საყვედური შევკადრე, როგორ მეწვის სული და გული, როგორ მეგლიჯება სიმწრისგან ხორცები, როგორ მამძიმებს ქართველობა, რომ ვერავის ვერ ვეხმარები? რატომ არ ფიქრობთ, რომ ისევ ადიდოთ უფალი, ისევ დააყენოთ მთელი ერი ფეხზე და ჰომოსექსუალების დევნას კი არა, მოწყალების მოლოდინში მყოფ ადამიანებს დავუდგეთ მხარში და ყოველდღე ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ? ალბად იქნებოდნენ კიდევ ვისაც ექნებოდა განსხვავებული აზრი ადამიანობისგან, მაგრამ ვერაა, ვერ შევძელი ბოლომდე მენახა გადაცემა სადაც ჩემი ლიზიკოს ტოლი გოგონები და ბიჩები სასიკვდილოთ გაწირეს და ხელი კრეს სხვა ეროვნების და კანისფერის გამო. გთხოვთ და გემუდარებით. მომწერეთ, მოვიფიქროთ, დავიგეგმოთ, შევიკრიბოთ ჩვენ უბრალო მოკვდავი ქართველები და თქვენ! სასულიერო პირები და სულიერი შვილები. წავიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ამ ბავშვების ცხოვრებით. გამოვიშვიროთ ხელი და მოვითმინოთ საზოგადოების წიხლი და წყევლა-კრულვით ჩაგდებული ხუთთეთრიანები ვითვალოთ. არ გაინტერესებთ, თუ კიდევ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იმოძრაოთ ჯიპებით, რომლის დაქოქვასაც 10 ლიტრი ბენზინი ჭირდება? თუ კიდევ ექნება ჯვრისწერას და ნათლობას ცეცხლის ფასები? თუ კიდევ გაიყიდება უფლის სახლში სანთლები, სამაჯურები, ქუდები, ბეჩდები, წინდები, ბრელოკები და სხვა ამდაგვარი აქსესუარები? ამ პოსტში მე მთელ სასულიერო პპირებს მივმართავ და არა კონკრეტულად მამა პეტრეს. და არ შემიძლია პოსტის ბოლოს ჩემი ლექსის ნაწყვეტი არ დავწერო! ნეტაი ღმერთო, შენ, რომ ახლა ზეცაში გძინავს, მე კი ვინ იცის მერამდენედ მათენებს ღამე, ვიგლეჯავ ისეც გადაგლეჯილ შერჩენილ ნერვებს, შენ კი გძინავს და მშვიდობიანს ისიზმრებ მტრედებს. smile ემოცია ბრავო მაია! შენ ხარ მოწყალების მოლოდინში მფეთქავი პაწაწინების ღმერთი! heart ემოცია 6628 5-ს მოსწონს 2-ს არა |
მათხოვარი სწორედ ეგ ქალბატონია,რომელიც ვერ არჩევს გარყვნილობის პროპაგანდას და პატიოსნების დამცველებს!
ერთი-არც ეკლესია და არც ხალხი არ არის განსხვავებული ორიენტაციის წინააღმდეგი. ხალხიც და ეკლესიაც ეწინააღმდეგება მათ პოპულიზმს,მათ სურვილს,რომ ატარონ სახალხოთ ფერადფერადი მსვლელობები და ისედაც უსწავლელ და დაჩაგრულ ახალგაზრდობას ტვინი აურიონ!
მეორე-ის,რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და იმ არსახსენებელმა მიშამ უამრავი თურქი,ჩინელი,ინდოელი,აფრიკელი შემოყარა,დიდ საშიშროებას უქმნის ისედაც შემცირებულ,გასაცოდავებულ ერს და მოსახლეობას!საკუთარი ლტოლვილებიც უამრავი გვყავს მისახედი!
მესამე- მაგ ქალბატონს სხვაზე გულმოწყალე ნუ ჰგონია თავი!ემიგრანტები ხშირად მარტო საკუთარ ოჯახებს კი არ ვეხმარებით,ნათესავებს და მეზობლებსაც ვუდგავართ მხარში გაჭირვებისას.მაგაზე ნაკლებ გულმოწყალესაც რა ვუთხარი მე! :)
უღმერთო ხარ მაგდა შენ!
თვითონ თუ დახმარებიხარ ვინმეს?
თვითონ თუ გაგიღია სიკეთის პატარა მარცვალიც კი?
სამაგიეროთ ენა გაქვს ალესილი და იმდენ სისულელეს აფრქვევ,მართლა სირცხვილია შენი ნაცრისფერი ტვინის უაზრო ნააზრევის გამოქვეყნება!
ერეკლე ცოცანიძევ,მაინც რამ გაიძულათ ეს უბადრუკი წერილი ასე სახალხოთ აგეფრიალებინათ? გეგონათ ყველა დაუკრავდა ტაშს ამ ქალბატონის ნაბოდვარს,ტაშს დაუკრავდა მაია ასათიანს და რუსთავი2-ს,რომელიც ცნობილია თავისი ამბიციურობით და კაცთმოძულეობით?
შეგეშალათ მეგობარო,ძალიან შეგეშალათ!