საზოგადოება რის ვალენტინობა და 15 აპრილი - რად უნდა სიყვარულს დღეები და საათები როცა მზად ხარ ყოველ წუთს, წუთში 60 წამს უთხრა რომ, გიყვარს 2016, 14 თებერვალი, 1:20 12 საათს გადასცდა და აივსო სოციალური ქსელი სასიყვარულო სტატუსებით, მე კი ჩემი ერთი ძველი სტატუსი გამახსენდა გადავხედე და მივხვდი რომ დღEსაც ასე ვფიქრობ მიუხედავად იმის რომ როცა ამას ვწერდი უგონოდ შეყვარებული ვიყავი დღეს კი მიწაზე მყარად ვდგავარ. "სულ რომ არ მეგონა ისე მომასკდა მთის აქაფებული მდინარესავით გრძნობა, კალაპოტს ასკდება და გადმოსვლას ლამობს, რათა სიყვარულში ჩაახრჩოს დედამიწა. ჩანჩქერის ქვეშ მდგარ ადამიანს, ბრაზით და ომახით მოღვართქაფებული წყალი რომ გესხმება, გტკივა მაგრამ გსიამოვნებს და გაქცევას არ ცდილობ ასე ვარ ახლა. გიგრძვნიათ ნეტავ მტერიც რომ გიყვარს. ასეა გრძნობა ერთნაირად შეუძლია მთის არწივადაც გაქციოს და პიტალო კლდედაც.საუკუნედ ღირს წამი თუკი საყვარელი ქალის სუნთქვას გრძნობ შენს მკერდზე, ყაყაჩოსავით ნაზი და მთის ნიავივით ალერსიანი ქალის, რომელსაც მონატრების, ვნების და სიყვარულის ერთმანეთში არეული სუნი აქვს.მისთვის ხომ სიმღერით დაუხვდები ტყვიას. მზად ხარ ყოველ წუთს, წუთში 60 წამს უთხრა რომ, გიყვარს, რომ მისით ცოცხლობ და სუნთქავ. მზად ხარ უსასრულობა მასთან ალერსსი გაატარო, ან თუნდაც უბრალოდ უყურო მარადიული სიცოცხლის წყაროს. უკვე აღარ მესმის ადამიანების რომლებიც სფინქსის ან ეიფელის ყურებაში ატარებენ დროს სააათობით რატომ კარგავენ უაზროდ წამებს????? 63 1-ს მოსწონს 1-ს არა
|