საზოგადოება მაკა მოსიაშვილი - ამის მერე ნუ დაგველაპარაკება ასათიანი ეკრანიდან გულწრფელობაზე რააა 2015, 9 დეკემბერი, 1:09 ჟურნალისტები მაკა მოსიაშვილი და მაია ასათიანი ერთმანეთს სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაუპირისპირდნენ რაც მაკა მოსიაშვილმა პროფილის წამყვანი გულგრილობაში დაადანაშაულა. "დღეს თხუთმეტამდე ქისტი გოგონა რუსთავი 2 ში იყო, ჩემთან ერთად, დაინახეს ნიჭიერის ბარბარე და სიხარულით ცას ეწვივნენ, გადაიღეს მასთან ერთად სურათები... მოკლედ აჟიტირებულები და ბედნიერები ათავლიერებენ ცნობილ ტელეკომპანიას და ასე დადიან ბედნიერად, მოდის მაია ასათიანი, და ეს გოგონები ეძახიან:მაიააა! შენთან ფოტოს გადაღება გვინდა გთხოვთ! მე კი განვუმარტე ასათიანს, რომ ეს ნახვრად ჩადრ შემოსილი ახალგაზრდები პანკისის მე 12 კლასელი აბიტურიენტები არიან და მასთან ფოტოს გადაღება სურთ.... წერს მაკა მოსიაშვილი. მაია ასათიანმა კოლეგას მის პოსტზევე უპასუხა. "მაია ასათიანი ქალბატონო მაკა, მე როგორც მახსოვს თქვენ მარტო იყავით, მე უკვე დერეფნის ბოლომდე ვიყავი მისული, როცა სურათის გადაღების შესახებ შორიდან დამიძახეთ, ასე არ იყო? ის რომ გოგონებს უნდოდათ ჩემთან სურათის გადაღება ეს არ გითქვამთ.საბედნიეროდ იქ იმყოფებოდნენ ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებს" სოლიდარობის ნიშნად კი მაია ასათიანმა ფოტო გამოაქვეყნა სადაც იგი ირანულ ჩადრშია გადარებული. 2894 2-ს მოსწონს
|