მე ვარ ქვეყნიდან ,სადაც ისტორიას ქმნიან ლაფიანი ხელებით - ახალგაზრდა პოეტის ემოციური მიმართვა მაგდა პაპიძეს
ახალგაზრდა ემიგრანტი პოეტი ალა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. ის საკუთარი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს მიმართავს, თუმცა აშკარაა რომ წერილი საზოგადოების ფართო მასისთვის უფროა განკუთვნილი.
"წერილი მაგდა პაპიძეს!
მედეა!
მე მედეას ქვეყნიდან ვარ ჰელადოს, ასე გავეცანი გუშინ ბერძენ გემის კაპიტანს, რომელმაც მედეას გაგონებაზე დაიხარა, ხელზე მაკოცა და გაფართოებული თვალებით მითხრა, - რამხელა სიყვარული შეგიძლიათ!
მე არაფერი მიპასუხია, მაგრამ გულში ბევრი, ძალიან ბევრი რამ გავიფიქრე.
მინდოდა ჩემი სიტყვა უკან წამეღო და მეთქვა, რომ მე მიზოგინით დაავადებულ (ქალთმოძულე) ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველა უკლებლივ ჭკვიანი ევრიპიდეა.მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს ქვეყანაში პაზოლინები არ იბადებიან, რათა ისე დაინახოს ქალი, რომ მას მსოფლიომ დაუჩოქოს.მინდოდა მეთქვა, რომ ადვოკატს, რომელსაც უხარია სასამართლო პროცესის მოგება მაშინ, როცა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ის გმირია “ტრაგედია უგმიროდ"-ან, რომელსაც მშიერი შვილის ლუკმა შემოეჭამა. მინდოდა მეთქვა, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო განაჩენი მაშინ, როცა ბრალმდებელის ადვოკატი არ იყო ქალი, ანუ დედა.ბევრი რამ მინდოდა მეთქვა…
მინდოდა მეთქვა, მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ჭეშმარიტი მკვლელები თანამდებობებზე სხედან. მე და თქვენ ეს ვიცით, ვინც ახლა ამას კითხულობთ, საკუთარი თვალით ვხედავთ, მაგრამ თქვენ გჯერათ მხოლოდ იმის რაც არ გინახავთ.
თავი დავხაროთ ყველამ ტკივილის წინაშე, უფალს ვთხოვოთ პატიება, რომ შეიძლება თორმეტთაგან თორმეტივემ უარყო ჭეშმარიტება.რომ შეიძლება ასე შორს ვართ ღმერთისგან.
მე ახალი მედეას ქვეყნიდან ვარ, სადაც ისტორიას ქმნიან ლაფიანი ხელებით და სადაც არა არს დაფარული, ოდეს არ გამოაშკარავდეს.
და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ ამ სიტყვას კარგად დააკვირდით, - ცილის-წ ა მ ე ბ ა!!!"
წერს ალლა დათუკიშვილი
მაშინ თქვას ვინ მოუკლა ქმარ-შვილი და რა მოხდა იმ დღეს მის სახლში!
დამნაშავეს თანამგრძნობიც მისი ცოდვის თანამონაწილეა და არ გვინდა შენი "მაღალფარდოვანი " ფრაზები...
ისე,ცნობისათვის-შენ კი არა,შეიძლება დედაშენც არ იყო მოვლენილი ამ ქყვეყანას,მე რომ ვიბეჭდწბოდი ჟურნალ-გაზეთებში და მწერალთა კავშირის წევრიც გახლდით და ნუ ორიგინალობ.
იმ ბავშვზე იფიქრე,თუ მაინდამაინც....
მედეას გაანებე თავი,მის "გარჩევას"შენ ვერ გაქაჩავ და ის დედა დამისახელე, რომელიც ხელს დააფარებს მისი შვილის მკვლელს!