x
image
ციცი
Mediator image
"ვიზეც გაგიგიათ, რომ ოდნავ დაპირისპირება ჰქონდა ჯოხაძეებთან, ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეთ..."

image
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებული სამი პიროვნების ფაქტს ეხმიანება:

"შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცუდია იარაღის ჩადებებით, რომ დააკავებები დაიწყეთ. ვიზეც გაგიგიათ, რომ ოდნავ დაპირისპირება ჰქონდა ჯოხაძეებთან, მათ შორის ბავშვობაში ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეთ და ციხეში შეყარეთ და გგონიათ ესაა გამოსავალი. ცდებით. ეს მოსალოდნელ საფრთხეს ვერ აგარიდებთ და ციხეში მათი უსაფრთხოების დაცვა ახლა თქვენზეა. თან, ეს ყველაფერი გაუგებარია იმის ფონზე, რომ მკვლელობაში ექვმიტანილი დაკავებულია. ბრალს აღიარებს სავარაუდოდ და უფრო ვერ გავიგე ამდენი ხალხის "ჩარევა" ამ ამბავში რათ გინდოდათ. ან, რას უშვებდით ამ ხალხს წინასაარჩევნოდ გარეთ, ან რას შეაბრუნეთ. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, მეგობრობთ მათთან თუ არა?! თუ ვიღაცასთან მეგობრობთ და ვიღაცასთან არა?! ეს ქალაქი ძალიან პატარაა. "რაღაცეები" არც ადრე იმალებოდა და არც ახლა იმალება. შსს-დან კი ყოველთვის, განსაკუთრებული სიზუსტით ჟონავდა და ჟონავს "დამალული" ამბები.
პ.ს. ჯოხაძის მკვლელობა იყო ერთ-ერთი ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც ბოლო პერიოდში გამიგია. ვიცნობდი, პატივს ვცემდი და შესაბამისად მთელი გულით ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას."

"მხოლოდ იმიტომ დაიაჭირეს, რომ გაუგიათ დაპირისპირების შესახებ და ვერ ვიგებ რა საჭიროა ეს ყველაფერი, როცა მკვლელიც იციან და მოტივიც."

"რატომ ჩარიეს სხვა კონფლიქტში სხვა. ანუ, ყველას იჭერენ ვისაც ოდესმე კონფლიქტი ქონია ჯოხაძეებთან? რა დებილობაა. გიორგის ვერც გააჩერებენ. ძაან ცუდად არიან თუ გონიათ, რომ ასე ჩაივლის ეს ამბავი. მაგრამ ეს სხვა თემაა.... როცა მკვლელი და მოტივი ცნობილია, სხვებს რატომ დაერია შსს ვერ ვიგებ. შეეთვალა წადით ქალაქიდანო და წავიდოდნენ. ეს იარაღის ჩადებები რაღაა! აღარ დამთავრდა რა..."
imageimageimage



0
504
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0