x
image
მანჩო 777
ჩაძირული ქალაქები და სოფლები - წყალქვეშ გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები
არის რაღაც შემზარავი და იდუმალი იმაში, რომ დროდარდო ბუნებრივი კატალიზმების თუ ადამიანის უხეში ჩარევის გამო ზოგიერთი ქალაქი ან სოფელი წყლის ქვეშ აღმოჩნდება ჩაძირული. ასე რომ, ლეგენდა ატლანდიტაზე სულაც არაა მითი და რეალურ საფუძველს მოკლებული. კაცობრიობის არსებობის მანძილზე არაერთი დასახლება, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, წყლის სტიქიამ თავის სიღრმეში წაიღო. 15 ფოტოსურათი, რომელსაც ამ პოსტში ნახავთ, გიჩვენებთ 15 ადგილს დედამიწაზე, რომელიც დედამიწაზე არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სტიქიამ-წყალმა გაანადგურა.


image


15. პოტოსი, ვენესუელა



image

ოდესაღაც ვენესუელის ეს ქალაქი სიცოცხლით სავსე, აყვავებული დასახლება იყო, მაგრამ ის საშინელმა წყალდიდობამ შეიწირა. ქალაქი სრულიად იქნა ევაკუირებული 1985 წელს, რადგან ის მთლიანად ჩაიძირა წყალში. მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაიკლო ოდნავ წყლის დონემ და მის ზედაპირზე გამოჩნდა ზოგიერთი მაღალი შენობის ფრაგმენტები.


14. კურონ-ვენოსტა, იტალია


image

ეს პატარა ალპური ქალაქი მთლიანად დაიფარა წყლით წყალდიდობის დროს და მისი მცხოვრებლები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. მე-14 საუკუნეში აშენებული სამრეკლო, ხელოვნური ტბის რეშენზეეს ტბაზე აღმართული, ერთადერთია, რაც გვახსენებს იმას, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა.


13. ვილარინიო დე ფურნა, პორტუგალია


image

ვილარინიო დე ფურნა-კიდევ ერთი ქალაქია, რომელიც წყლის სტიქიამ შეიწირა. 1972 წელს მის მცხოვრებლებს ხელისუფლებამ ამცნო მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ და სასწრაფოდ დაიწყო ხალხის ევაკუაცია. თანამედროვე საცხოვრებელ სახლებთან ერთად წყალქვეშ სამუდამოდ ჩაიძირა უძველესი ქალაქის ნანგრევები, აშენებული რომაელების მიერ. ეს იყო ძალიან დიდი დანაკარგი კაცობრიობის ისტორიაში.


12. ვილია-ეპეკუანი, არგენტინა


image

ტურისტებისათვის ძალიან საყვარელ ამ პატარა დაბაში 1980 წელს 5000-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა, მაგრამ 1985 წელს ძლიერმა წვიმებმა სოფელთან ახლოს მდებარე პლატინა გაარღვია და ეს ადგილი მთლიანად წყლით დაიფარა. მხოლოდ 2009 წელს დაიწყო წყალმა კლება და გამოჩნდა ზოგიერთი შენობა. 2011 წელს ამ ადგილას ერთი ადამიანი დასახლდა, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ენთუზიასტები გამოჩნდებიან და დაბას ძველი სიცოცხლე დაუბრუნდება.


11. ქალაქები, რომლებიც კვაბინის წყალსაცავის ადგილას მდებარეობდა, მასაჩუსეტსი, აშშ


image

1930-1939 წლებში ოთხი ქალაქი აღმოჩნდა წყლის ქვეშ კვაბინის წყალსაცავის მშენებლობის გამო. პრესკოტი, დანა, ენფილდი და გრინვიჩი უბრალოდ აღგვილი იქნენ პირისაგან მიწისა. ამ ქალაქების ზოგიერთმა მცხოვრებმა სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში მათი დანგრეული სახლების გამო, მაგრამ მათი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.



10. ონტარიოს ჩაძირული სოფლები, კანადა


image

1958 წელს რამოდენიმე სოფელი, რომლებიც კანადაში, ონტარიოს შტატში მდებარეობდა, წყლის სტიქიამ გაანადგურა. ეს მოხდა წმინდა ლავრენტის ყურის საზღვაო გზის შექმნის შედეგად. ეს დასახლება კარგადა ცნობილი "ონტარიოს ჩაძირული სოფლების სახელწოდებით. სახლები თითქმის იდეალურადაა შენახული წყალქვეშ და დაივერები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილებს.


9. ქალაქი კალიაზინი, ტვერის ოლქი, სსრკ


image


ქალაქი, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, წყალქვეშ აღმოჩნდა 1940 წელს უგლიჩის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო.


8. პეტროლანდია, ბრაზილია


image

ეს უნიკალურფორმებიანი ტაძარი ოდესღაც ბრაზილიის ქალაქ პეტროლანდიის მშვენებას წარმოადგენდა. იმის გამო, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლებმა ამ ადგილას დაინახეს დიდ პერსპექტივა მათი პროექტის განსახორციელბლად, ამ ეკლესიას მომლოცველების ვიზიტი არასოდეს აღარ ეღირსება.


7. შიჩენი-ლომების ქალაქი, ჩინეთი


image

ჩინეთში მდებარე ტბის ციანდაოხაუს სიღრმეში სძინავს მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ უნიკალურ ქმნილებას-მისი შენობები იმდენად კარგადაა შემონახული, რომ გაჩნდა იდეა ამ ადგილის ტურისტულ შირსშესანიშნაობად გადაქცევისა. ქალაქი შიჩენი, რომელსაც ლომების ქალაქსაც უწოდებდნენ, დაარსებული იქნა ხანების აღმოსავლეთ იმპერიის დროს და სამართლიანად ითვლება ჩინურ ატლანტიდად.


6. კლეოპატრას ალექსანდრია, ეგვიპტე


image

ალექსანდრია წყალქვეშ 1600 წლის წინ გაუჩინარდა, რაც ბევრ ადამიანს აფიქრებინებდა იმას, რომ მის არსებობა ისეთივე მითი იყო, როგორც ატლანტიდისა, თუმცა 1998 წელს წყალქვეშა არქეოლოგების ჯგუფმა იპოვა ქალაქის ნანგრევები ეგვიპტის ნაპირებთან ახლოს. უზარმაზარი ქანდაკებები ჯერ კიდევ ხელშუხლებლად დგას წყლის სიღრმეში. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ქალაქი წყალქვეშ მიწისძვრის გამო ჩაიძირა.


5. პავლოპეტრი, საბერძნეთი


image

პავლოპეტრი-ყველა დროის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. ეს წყალქვეშა სამყარო ნაპოვნი იქნა 1967 წელს. სავარაუდოდ, საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქი მიწის პირისაგან აღიგავა მიწისძვრის დროს. პავლოპეტრში შენარჩუნებულია მთელი საქალაქო სტრუქტურა გზების და შენობების ჩათვლით.


4. პორტ-როიალი, იამაიკა


image

რამოდენიმე ასეული წლის წინ იამაიკაში ყველაზე ცნობილი იყო ქალაქი პორტო-როიალი, რომელსაც ''ცოდვების ქალაქსაც'' უწოდებდნენ. ეს იყო კარიბის ზღვის მეკობრეების დედაქალაქი. შესაძლებელია, სწორედ სოდომური ცოდვების გამო აღიგავა იგი პირისაგან მიწისა, თუმცა უფრო რეალურია ვიფიქროთ, რომ ეს ბუნებრივმა სტიქიამ გააკეთა. ერთ საშინელ დღეს მთელი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა ჩაძირული და ამ სტიქიამ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამწუხაროდ, ქალაქი აგრძელებს ღრმად ჩაძირვას, რაც ხელს უშლის არქეოლოგებს მისი ღირსშესანიშნაობების შესწავლაში.


3. დვარაკა, კამბეის ყურე, ინდოეთი


image

ინდოელები ხშირად ჰყვებიან ისტირიას კრიშნას უზარმაზარ და მდიდარ ქალაქზე, სადაც ოქროსა და ვერცხლისაგან აშენებული 70 ათასი შენობა იდგა. ამ ქალაქს დვარაკას უწოდებენ და ამ ლამაზ მითს უკავშირებენ 2000 წელს გაკეთებულ საინტერესო აღმოჩენას კამბეის ყურეში: გეომეტრიულად ფაქტიურად იდეალური და შესანიშნავად შენახული წყალქვეშა ქალაქი ინდუისტურ წმინდანთან ასოცირდება.


2. ჯამენა, რუმინეთი


image

ტრანსილვანიის ეს სოფელი ოდესაღაც სიცოცხლით დუღდა. მის დამღუპველ წყალდიდობამდე აქ 400 ოჯახი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, 1970 წელს მათ იძულებით მოუხდათ თავიანთი სახლების დატოვება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო-აეშენებინათ ამ ადგილას ხელოვნური წყალსაცავი. ერთადერთი, რაც დღეს ამ ადგილას ჩანს, ძველი სამრეკლოა.


1. სან-რომა-დე-საუ, ესპანეთი


image

აი, საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა ემართება ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქს ადამიანების უსულგულობის გამო. ხელოვნურად შექმნილმა წყალსაცავმა ქალაქი დაფარა და მანამ, სანამ ეს მოხდებოდა, მის მცხოვრებლებს მოუხდათ თავიანთი მიცვალებულების საფლავებიდან ამოთხრა და სხვა ადგილას გადასვენება. ნუთუ ტექნიკური პროგრესი და ცივილიზაციის სიკეთენი ღირს ამად?


3
1964
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1964
  
2016, 4 სექტემბერი, 10:43
მანჩო, კარგია:)))
2016, 4 სექტემბერი, 9:23
გაიხარე, ინ :)
2016, 4 სექტემბერი, 9:13
ძალიან ძალიან მომეწონა სტატია,
0 1 3