გადაცემა "პრიორიტეტში" ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლის ნატა ფერაძესა და ნინო სუთიძეს შორის პირდაპირ ეთერში გამართულ კამათს, "პარტიზანი მებაღის" მხრიდან საკმაოდ უცენზურო ლექსიკა მოყვა, რამაც მთელი ქართული ინტერნეტ სივრცე მოიცვა.
ამ ფაქტს გაზეთი "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც ეხმიანება:
"ჩვენ და ისინი
ციკლიდან: სად იყავი 2012 წლამდე და 2012 წლის მერე.
ნატა ფერაძემ ნინო სუთიძეს და კეთილშობილ ქალთა პანსიონის სხვა ბინადრებს მკაფიოდ და ხისტად უთხრა-სად ვიყავი და @@@@@@@.
ვერ მიხვდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს!
მე კითხვა არ მაქვს - იმიტომ რომ პასუხი ვიცი, სადაც იყვნენ ისინი.
ჰო, თქვენ გქონდათ გაზულუქებული ბავშვობა და მამიკოს ფულებით ყველაფერი შეგეძლოთ, (მერე რა რომ ეს ფული ნაპარავი იყო, ფულს ხომ სუნი არა აქვს)...
ჩვენ ბევრს ვშრომობდით იმისათვის, რომ უფულოდ მიგვეღწია მიზნისთვის.
მერე იყო ვარდები და მამიკოების პრივილეგიებიც მორჩა.
თქვენ აფუთფუთდით, მზესთან ახლოს მიჩოჩებას თავად ცდილობდით, მაგრამ იქ თქვენი პეროები ეკიდათ, ქვეყანას აშენებდნენ და ამ გზაზე შეცდომებსაც, ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებსაც უშვებდნენ.
ჩვენ მეამბოხეები ვიყავით, სისხლს ვუშრობდით იმათ, ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით, შეცდომებს არ ვპატიობდით.
თქვენ დაიბოღმეთ, გაიტრუნეთ, საკუთარი ლანდის გეშინოდათ, ადეიშვილის, ახალაიების და მერაბიშვილის ხსენებაზე მუხლები გიკანკალებდათ.! იმალებოდით, ზედმეტად არ გინდოდათ ვინმეს თვალში მოხვედროდით !
მერე იყო ცოცხი და დაიწყო თქვენი ოცნებების ასრულება.
თქვენ მიხოხდით მზესთან ახლოს და ახლა ამ ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერზე აწერთ ხელს ! დაგროვილ გესლს ანთხევთ და მაინც კომპლექსები გტანჯავთ!
ჩვენ ისევ მემბოხეები ვართ, რადგან ახლა ქვეყანა გვყავს გადასარჩენი (გვყავს იმიტომ, რომ სამშობლო სულიერია ის არსებითი სახელი არ არის).
ჩვენ მომავალშიც მეამბოხეები ვიქნებით, რადგან გასკონელი გვარდიელები ვართ და მზესთან ახლოს ყოფნა ჩვენი ჰობი არ არის!
ჰო, კითხვის დასმამდე ის ცოცხები ( პეროები ) გამოიღეთ, ბედუკაძემ რომ გაგიკეთათ.
სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა!"