x
image
მანჩო 777
"გვესმის, როგორ ტირიან ნანგრევების ქვეშ ბავშვები"- დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში
24 აგვისტოს ღამეს იტალიის ცენტრალურ რაიონებში მოხდა ძლიერი - 6, 2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა, რომელმაც საშინელი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია-წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხსულიანი ოჯახი, 8 თვის ჩვილის და მისი 9 წლის უფროსი ძმის ჩათვლით.


image
ადამიანები ძირითადად ძილის დროს დაიღუპნენ. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ამატრიჩე და აკუმოლი. ამ ქალაქების ზოგიერთი რაიონი მიწასთანაა გასწორებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულია 150-ზე მეტი ადამიანი.


image


მიწისქვეშა ბიძგები რომშიც იგრძნობოდა-დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით მიწისძვრის ეპიცენტრიდან.


მიწისძვრის პირველი მსხვერპლი გახდა მოხუცი ცოლ-ქმარი პესკარა-დელ-ტრონტოდან. მათი სახლი ბოლომდე დაინგრა და წყვილი შიგ აღმოჩნდა დამარხული. აკუმოლიში დაიღუპა ოთხსულიანი ოჯახი, ორი ბავშვის - 8 თვის ჩვილის და მისი 9 წლის ძმის ჩათვლით.


image


ამატრიჩეს მერი აცხადებს: "ქალაქის და ქალაქიდან გამომავალი გზები მთლიანად ნანგრევებითაა დაფარული. ქალაქის ნახევარი უკვე აღარ არსებობს, ბევრი ადამიანი დაიღუპა''.


image


თვითმხილველები მომხდარს აპოკალიპსს უწოდებენ. ნანგრევების ქვეშ უკვე 40 ადამიანია ნაპოვნი. მაშველებს ჯერ კიდევ ესმით ხმები დანგრეული შენობების ნარჩენებიდან.


image


აკუმოლის მერმა ამ დილით მწუხარებით განაცხადა: "ჩემი ქალაქი აღარ არსებობს. ეს კატასტროფაა. არ არის ელექტროენერეგია, არ არის სატელეფონო კავშირი, მაშველი ძალა უგზოობის გამო ჩვენამდე ვერ აღწევს. ქალაქის მცხოვრებლები შიშველი ხელებით შლიან ნანგრევებს, რომ იქ ცოცხლად გადარჩენილები აღმოაჩინონ.''


image


ასე გამოიყურება ქალაქი ამატრიჩე მიწისძვრის შემდეგ


image


სტიქიური უბედურება უმბრიის ყველაზე ლამაზ რაიონებში მოხდა, რომელსაც ''იტალიის მწვანე გულს'' უწოდებენ. უმბრია განთქმულია ტრიუფელებით, ღვინოებით, ლამაზი ტყეებით, უძველესი ძეგლებითა და ხელოვნებით.


ეს არის ძალიან პოპულარული საკურორტო მხარე იტალიაში, განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა ქალაქელები ცდილობენ გაექცნენ პაპანაქება სიცხეს და მთებს შეაფარონ თავი.


image


წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა: '' მიწისძვრის შემდეგ ჩვენი პირველი ამოცანა იყო სასწრაფოდ მოგვეხდინა სამაშველო ჯგუფების მობილიზება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა:

დაზარალებულ რაიონებამდე მიღწევა ადვილი არაა, რადგან გზები ნაწილობრივ ან მთლიანადაა დანგრეული. ფაქტიურად დიდი გზები აღარ არსებობს, მხოლოდ მცირე ბილიკებია სოფლებისაკენ მიმავალი. მაგრამ ჩვენ შეუძლებელს გავაკეთებთ ადამიანების გადასარჩენად".


image


პირველი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 3.36 საათზე იქნა დაფიქსირებული.


2009 წელს იტალიაში უკვე მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა. მისი სიმძლავრე 6, 3 ბალი იყო და ის მოხდა აბრუცოს რაიონში. მაშინ სტიქიამ 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2012 წლის მაისში კი იტალიის ჩრდილოეთში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 23 ადამიანი მოკლა და 15 ათასი საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

თუ რამდენია წუხანდელი მიწისძვრის მსხვერპლი და სტიქიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი - ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.


image

0
527
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0