x
image
ციცი
Mediator image
"ეს ბარიგების და ქურდების პრიმადონა რა დღეშია!!!!"-ეკა ბესელიას მიერ სანდრა რულოვსის შესახებ გავრცელებული სკანდალური ვიდეოს გაზიარებამ ბაია პატარაია და ელისო კილაძე გააღიზიანა.
image
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ პორტალის მიერ გამოქვეყნებული ლინკი სათაურით "სკანდალური ვიდეო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე !!!". ეს ვიდეო 2015 წელს გაავრცელა უკარინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ვაჭრობს ადამიანის ორგანოებით სანდრა რულოვსი. ეკა ბესელიას მიერ ვიდეოს გაზიარებას სოციალური ქსელით ბაია პატარაია და ელისო კილაძე გამოეხმაურნენ. ფოტოზე სანდრა ადამიანის სხეულის ორგანოს ფონზეა.image

უფლებადამცველი ბაია პატარაია:

"სანდრა რულოვსის მიმართ აგორებული შავი პიარი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული რუსული პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს, ხომ თავისთავად ამაზრზენია; მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ქალბატონი ეკა ბესელია, რომ ამ გულისამრევ ჭორს უვრცელებს მის პოლიტიკურ კონკურენტ ქალს, ამას რა ჰქვია? ქალური სოლიდარობა? ქალთა პოლიტიკური გაძლიერება? მეტი ქალი პარლამენტში?
ჯერ ერთი, სირცხვილია რუსების შეთითხნილი პროპაგანდისტული ჭორების გავრცელება და მეორეც, სირცხვილია, ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა კონკურენტებთან.
პოლიტიკაში ისედაც ცოტა ქალი ხართ და ნუ დაჭამთ ერთმანეთს. ჩვენ, ქალებს, სხვა წარმომადგენლები პოლიტიკაში არ გვყავს. ხვალ ერთად მოგიწევთ ჩვენი უფლებების და ინტერესების დაცვა პარლამენტში, და ეთიკის წესები ერთმანეთის მიმართ მაინც დაიცავით.
ქალებო, იყავით სოლიდარულები ქალების მიმართ!"
image გაზეთი "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე:

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ნახეთ რას აზიარებს ქალზე, ოპონენეტზე, დეპუტატობის კანდიდატზე.
ეს ბარიგების და ქურდების პრიმადონა რა დღეშია!!!!"imageსაზოგადოების ნაწილმაც ჩათვალა, რომ ოპონენტზე ასეთი ვიდეოს გაზიარება სირცხვილი იყო:


"თავად გჯერათ ასეთი ბოდვის, არ გრცხვენიათ?!"

" ბიძინას მონებისთვის შეთხზული მითია ეს და თქვენც კარგად იცით..."

"უკრაინელები გადამყიდველად ყავს. საბოლოო ჯამში სანტა ბარბარაში მიდის ყველა ორგანო, სისი კემბელის გადასარჩენად."


მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა ამ ფაქტის:

"ამაზრზენია, მაგრამ ფაქტია რომ მომაკვდავ და გარდაცვლილ ადამიანებს შეურაცხყოფენ. მათი ორგანოებით ვაჭრობენ. ამას პოლიტიკასთან საქმე არ უნდა ჰქონდეს. რა შუაშია "ქოცობა", ან ნაცობა. ხალხო გაახილეთ თვალი რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ეს ვიდეო არც ეკა ბესელიას გადაუღია და არც რომელიმე ოცნების წარმომადგენელს. ამას ჰყვება და ფაქტებით ადასტურებს უკრაინელი ოფიცერი. სამართალდამცავებმა დროა გამოიფხიზლონ და მიხედონ ამ ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე ყასბებს."

" ეკა მე პირადად დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია ამის შესახებ. ჩემთვის ახალი ნამდვილად ამ სტატიაში არაფერი არ არის. ალბათ ვიღაცამ შეახსენა ხალხს რულოვსის ძველი ცოდვები. მგონია მნიშვნელობა არ აქვს რა როდის მოხდა. მთავარია ის რომ ყველამ თავის გაკეთებულზე პასუხი უნდა აგოს."

3
2699
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2699
  
2016, 27 აგვისტო, 13:57
http://exclusivenews.ge/post/16253
2016, 27 აგვისტო, 13:29
სამწუხაროდ ეს სიმარტლეა
2016, 25 აგვისტო, 16:12
სანდრა შენ მაიმუნო ვირიშვილო
0 1 3