საზოგადოება "ესაა საბავშვო ბიბლიოთეკა?"- ქართული საბავშვო წიგნი, რომელმაც იუნა შაფათავა აღაშფოთა 2016, 24 აგვისტო, 15:35 იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ქართულ საბავშვო წიგნზე საუბრობს, რომელშიც, მისი აზრით, ბავშვებისთვის შეუფერებელი თემატიკა და სურათებია გამოყენებული:
"ხოოო..."გამოჩენილი ქართველები -ნატო ვაჩნაძე"- პალიტრა L. ბავშვს ის უნდა აუხსნა, რა არის შრომა, თავგანწირვა, ნიჭის განვითარება. ვინ იყო ნატო ვაჩნაძის ქმარი და ეს "რა მომენტია" ასეთი, მეორე კაცი რომ შეგიყვარდება-ქმარს ეყრები- პირადი ცხოვრებს ახსნა ბავშვს არ სჭირდება....გადავირიე)))) ბუნებრივია ესე იგი - თან ნატო ვაჩნაძის მაგალითზე, მაინცდამაინც, ქმარს от ворот поворот მისცე, სხვა კაცი შემიყვარდაო) ვერ არიან ესენი) ესაა ბავშვის აღზრდა? ესაა საბავშვო ბიბლიოთეკა - ჭორებს როგორ გაუმკლავდე? გადავირე, რა ბოდვებია??? - წერს აღშფოთებული იუნა შაფათავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და იქვე აქვეყნებს აღნიშული წიგნიდან გვერდების სურათებს: "გააფერადეა ბოლოში - ხომ აზრზე ხარ, ასაკობრივი კატეგორია რომელია?" - ამატებს კომენტარში პოსტის ავტორი. 125 5-ს მოსწონს 1-ს არა
|