x
image
მანჩო 777
მეთევზის მერ ნაპოვნი 34-კილოგრამიანი მარგალიტი ათი წელი საწოლის ქვეშ ინახებოდა
ფილიპინელმა მეთევზემ ათი წლის წინ ფალავანის კუნძულებთან ახლოს უზარმაზარი, 34-კილოგრამიანი მარგალიტი იპოვა და გადაწყვიტა, ის თავის სახლში შეენახა, როგორც თილისმა. მეთევზეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა ღირდა მისი უნიკალური ნაპოვნი. გასაოცარი მარგალიტი სიგრძით 66, ხოლო სიგანით-30 სანტიმეტრია და 34 კილოგრამს იწონის. ის თითქმის 6-ჯერ მეტია წინა რეკორდსმენზე-''ალაჰის ქვაზე'', რომელიც 6, 4 კილოგრამს იწონის და შეფასებულია 35 მილიონ დოლარად.


image


10 წლის წინ ფილიპინელმა მეთევზემ ღუზა ფალავანის კუნძულებთან ჩააგდო -შტორმის გამო ნავი ერთ-ერთი კუნძულის ნაპირზე არსებულ კლდეებთან გაიჩხირა. როცა ქარიშხარლი ჩაწყნარდა, მამაკაცმა შენიშნა, რომ ღუზა ნიჟარას მოსდებოდა. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ნიჟარა ნაპირზე გამოეთრია და რაოდენ დიდი იყო მეთევზის გაოცება, როცა მოლუსკის შიგნით უზარმაზარი მარგალიტი ნახა.



image


მამაკაცს არც კი უფიქრია გაეყიდა ნაპოვნი, მან ის თავის ნახევრადადანგრეულ, ღარიბულ ქოხში წაიღო და საწოლის ქვეს დადო, როგორც თილისმა. თანაც ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა და ქვის არსებობის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.


2016 წლის დასაწყისში მეთევზე იძულებული გახდა გაემხილა თავისი ნაპოვნის შესახებ: მის საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა მამაკაცმა მოასწრო თავისი თილისმის გამოტანა და ახალ, უხიფათო ადგილას დაბინავება. სწორედ მაშინ შეიტყვეს ადგილობრივმა ხელისუფლებმა უნიკალური ქვის არსებობის შესახებ. მათი ვარაუდით, ქვის ფასი დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.


image


ამჟამად უნიკალური მარგალიტი ფილიპინების ქალაქ პუეტრო-პრინსესას მუზეუმშია მოთავსებული და ელოდება ჰემოლოგების საბოლოო ექსპერტიზას სრული და საბოლოო სერტიფიკატის მისაღებად.


image


p.s. რა ბედი ეწია ღარიბ მეთევზეს და მისცეს თუ არა მას რაიმე ოდენობის თანხა ამ უნიკალური ნაპოვნის საფასურად, უცნობია.

0
1944
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0