x
image
ციცი
Mediator image
"ძვირფასო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ ნუ მოკლავთ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად!"-ნინი ბადურაშვილი

image
დღეს რომ საქართვლოში შოუბიზნესი არ არსებობს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. მომღერალს რეალიზება სჭირდება, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. ერთადერთი მათ გამოჩენის საშუალება, სამთავრობო კონცერტებზე აქვთ, ისიც შერჩევით. ის მომღერლები ვინც წინა მთავრობისთვის იყვნენ მიღებული, ახლანდელი მთავრობისთვის მიუღებელნი არიან. მომღერლებს ისღა დარჩენიათ სხვადასხვა ტელევიზიებში წამყვანებად იმუშაონ ან რომელიმე კლუბებში იმღერონ და ამით იარსებონ.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი შოუბიზნესში ბავშვობიდან არის ჩართული, მას გული სტკივა იმის გამო, რომ შოუბიზნესის სფეროს ყურადღება არ ექცევა და ხელოვანებს ყველანაირი იმედი დაკარგული აქვთ და არც სურვილი გააჩნიათ რაიმე ახლის შექმნის და იგი სოციალური ქსელით მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვისაც ეს სფერო ეხებათ, რომ ნუ მოკლავენ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად და ხელი შეუწყონ რათა განვითარდნენ:


"რამოდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან ნიჭიერ ბიჭს, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი, თავის საქმეში რეალიზებული და მოტივირებული იყო... ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს საქმეზე, თუ რა ხდება ჩვენს სფეროში, ის რომ ხელოვანებს საერთოდ დაკარგული აქვთ იმედი, მონდომება და სურვილი იმისა, რომ რამე ახალი შექმნან, რადგან არსებული რეალობა არ აძლევთ ამის საშუალებას!

ძალიან ხშირად ვხვდები ჩემს კოლეგებს და გული მეწვება რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები, ნიჭიერები, თავის საქმის პროფესიონალები დღეს სხედან სახლში იმედ გაცრუებულები...
და მხოლოდ იმის იმედად თუ ოდესმე სახელმწიფოს გაახსენდება და ოდესმე პატარა ყურადებას მაინც მიაქცევს ჩვენს სფეროს! ძვირფასო ადამიანებო, ვისაც გეხებათ ეს, ძალიან გთხოვთ ნუ მოკლავთ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად! შეუწყვეთ ხელი განვითარდნენ, გააკეთონ ახალი!
ნუ ჩაგვიკლავთ იმედს და გახსოვდეთ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს და მათ გაფრთხილება სჭირდებათ!"imageimage

2
605
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
605
  
2016, 24 აგვისტო, 14:39
კრისტინა აგილერა რომ ჩამოყავთ ... ქართველების კონცერტი გამართნ და შინაურს სცენ პატივი არ ჯობია?
2016, 23 აგვისტო, 1:11
ქართულადაც რომ ისწავლოს წერა კარგი იქნებოდა!
0 1 2