საზოგადოება "გადავამოწმე ჩემი ანგარიში და სად არის...“- უფრთხილდით სატელეფონო თაღლითებს! 2016, 15 აგვისტო, 17:06 ![]() მწერალი და ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ყვება სატელეფონი თაღლითობის ამბავს, რომელიც თავად გადახდა: "მირეკავს ვიღაც, დავხედე, ჩემი ნომერია ოღონდ სხვა ინდექსით. - გისმენთ. - ძმაო, ხუთი ლ'არი ჩაგირიცხე შეცდომით და გადმომირიცხე უკან თუ შეიძლ'ება. ახლავე-მეთქი. გავუთიშე. მაგრამ ფრთხილი ვარ მეტ-ნაკლებად. გადავამოწმე ჩემი ანგარიში და სად არი ხუთი ლარი, არალი. მეთქი, გადავურეკავ და ვეტყვი რომ არ ჩარიცხულა, მაგრამ ახლა ფასიანი ნომერი არ ჰქონდეს და მინუსებში არ გადამაგდოს-მეთქი დავუმესიჯე. „არ ჩარიცხულა და თუ ჩაირიცხა, ეგრევე გადმოგირიცხავთ“. მირეკავს ეგრევე, „რას მიმესიჯებ, რომ მიმესიჯებ. ნახევარი მაინც გადმომირიცხე“. ვაჰ. „არ ჩარიცხულა ბატონო და თუ ჩაირიცხა, აუცილებლად-მეთქი“. „კაი, კაი“ და გამითიშა ყურმილი. P.S. საღამოს ქუჩაში რომ გავალ, კურტკას ხომ არ გამხდიან?" - წერს რამაზ გიგაური. ![]() 684 5-ს მოსწონს 2-ს არა
|